ზაალ ანჯაფარიძე: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უმცირესობა ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ მედიის ან ენჯეო სექტორის წარმომადგენლები კანონზე მაღლა დგანან და რაც არ უნდა გააკეთონ, ყველაფერი უნდა შერჩეთ

ზაალ ანჯაფარიძე: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უმცირესობა ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ მედიის ან ენჯეო სექტორის წარმომადგენლები კანონზე მაღლა დგანან და რაც არ უნდა გააკეთონ, ყველაფერი უნდა შერჩეთ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სასამართლოს მიერ “ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების საკითხს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. 

ანალიტიკოსის თქმით, უმცირესობა ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ მედიის ან ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს, როგორც არაფორმალური ინდულგენცია აქვთ, 
ანუ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი" "კანონის წინაშე ყველა თანასწორია," მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს.  

მისივე თქმით, საგანგაშო და სამწუხაროა ეს ტენდენცია. 

“შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“ ასე ამუნათებდნენ დღეს მოსამართლეს, რომელმაც გაზეთ "ბათუმელების" დირექტორი პატიმრობაში დატოვა, პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმის გამო.

ამ საკითხს სხვა კუთხით მინდა მივუდგე, ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც უმცირესობა ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ მედიის ან ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს, როგორც პრივილეგირებულ კასტას, არაფორმალური ინდულგენცია აქვთ, კანონზე მაღლა დგანან და რაც არ უნდა გააკეთონ, ყველაფერი უნდა შერჩეთ. ანუ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი" "კანონის წინაშე ყველა თანასწორია," მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს.  საგანგაშო და სამწუხაროა ეს ტენდენცია”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.