„უპირველეს ყოვლისა, კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს. მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს გულებში, ოჯახებსა და სამშობლოში. 2025 წელი ყოფილიყოს სიკეთის, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მომტანი წელი. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი. ბედნიერება ყოფილიყოს თითოეული ჩვენი თანამოქალაქის გულში", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სახალხო დღესასწაულზე, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ტრადიციულ საკალანდო რიტუალს დაესწრო.
ოზურგეთში, სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ ეზოში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.
ღონისძიება კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.