შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს. როცა ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ერს ყოველთვის გაუმარჯვია

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს. როცა ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ერს ყოველთვის გაუმარჯვია

როგორც 3 ათასი წელი საქართველო და ქართველები ვიყავით, ვინც ვფიქრობდით ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე, ასე იქნება მომავლის 3 ათასი წელიც, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა გაჰყვეს.

„ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს, არავინ დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. იმიტომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო, რომ არსებობს სხვადასხვა ინტერესი.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენი ინტერესი და მივყვეთ მას. როცა ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დოი მა თავდადებული როთი?! აი ეგ ზრუნავს თურმე დედ-მამა შვილურად......საქართველო გაბრწყინდება, ყველა მოღალატის ნების საწინააღმდეგოდ!...
8 საათის უკან