მამუკა მდინარაძე: უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანიმა მოგვიწოდა, ქალები და ბავშვები შემოგვაშველეთ, ისინი დაიხოცონ ჩვენს ქალებთან და ბავშვებთან ერთადო, ეს რომ არ გავაკეთეთ, ამისთვის დღემდე დასჯის მცდელობა მიდის

დანილოვი იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და მან მოგვიწოდა, ქალები და ბავშვები შემოგვაშველეთ, ისინი დაიხოცონ ჩვენს ქალებთან და ბავშვებთან ერთადო, ეს რომ არ გავაკეთეთ, ამისთვის დღემდე დასჯის მცდელობა მიდის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ომის დამთავრებამდე ეს რისკი იქნება.

„ამ რისკის გამოსარიცხად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ამავდროულად, ევროპაში პირველები ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამასაც ვახერხებთ, ამავდროულად ჩვენს სამშობლოს დავიცავთ. ეკონომიკური მაჩვენებელი სწორედ ამ ურთულეს პერიოდში გავზარდეთ ორნიშნა რიცხვამდე. ეს გვაძლევს სითამამის საფუძველს. ჩვენ მორალურად მართლები ვართ ჩვენი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი ხალხის წინაშე. ამას ხვდება ხალხი, გრძნობს და ასე გავაგრძელებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.