ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ

ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ.

"მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ჩემს საქართველოს, ჩემს მაგარ ხალხს - განსაკუთრებით, სამარგალოს, დიდი სიყვარულით. ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა. არ არის ეს საამაყო... უბრალოდ, ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ: ქართველები ვართ - თავმოყვარეები. როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

საზოგადოებას მიმართავს ვიქტორ სანიკიძეც.

"მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ დამდეგ, ძველით ახალ წელს. მრავალს დაესწარით. მადლობა გვერდში დგომისთვის. ყველაფერი კარგადაა. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. კიდევ ერთხელ, მადლობა. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით, ბედნიერად, ჯანმრთელად!", - აცხადებს ვიქტორ სანიკიძე.

ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაბიტაშვილმა, აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დოი ქოცები,საიდან ჟონავს ინფორმაციები თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ,მოსამართლეების ბანკეტის შესახებ და საერთოდ....
2 საათის უკან