ჩვენ ვნახეთ, რომ ის ყბადაღებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელზეც არაერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში მიგვითითებდნენ და ხაზს უსვამდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, საბოლოოდ მისი გაუქმების მომენტში აღმოჩნდა ნულოვანი ღირებულების მქონე იმიტომ, რომ რეალურად არც არაფერი შეცვლილა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„სტრატეგიული პარტნიორობის უკან უნდა იდგეს კონკრეტული ბენეფიტები, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორები მიიღებენ. არა მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ის ქართული სისხლი, რომელიც იღვრებოდა არაერთ ოპერაციაში, რომელიც შეერთებული შტატების და ნატოს ეგიდით ტარდებოდა მსოფლიოში ანტიტერორისტული კუთხით. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ პარტნიორობის გაუქმების უკან არაფერი არ დგას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.