შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად1966 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე იზზეთ შ. ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა იზზეთ შ. სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ყალბი პირადობის მოწმობით საქართველოდან თურქეთში გასვლას ცდილობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მისი ძმის სახელზე გაცემული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 2013 წლის 19 ნოემბერსასევე უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძებამ ასევე დაადგინა, რომ იზზეთ შ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2013 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 102/2, 35/2, 102/2, 62, 53/1, 53/3, 109/2, 109/5, 62 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გულისხმობს მუქარას, სექსუალური ხასიათის ძალადობას, შანტაჟს და თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.

გამოძიება ყალბი პირადობის მოწმობის შეძენა-შენახვის და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).