შალვა პაპუაშვილი: ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა

შალვა პაპუაშვილი: ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საკვებში ჩაფურთხების კამპანიას ეხმიანება.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით საზოგადოება ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრეა და რადიკალები სამარცხვინო ქცევის იმედად არიან.

„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა.

ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მარბიელი ვინც მაგას გააკეთებს, სანიმუშოდ უნდა გაილახოს, რომ სხვებს დაეკარგოთ მსგავსი უზნეობის ხალისი!
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieli ეს უბადრუკი ლიტვა (ლატვია, ესტონეთი) ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხომაა?! სხვა ათას სიმყრალესთან ერთად ეს საქციელიც ხომ ლიტვურია ანუ ევროკავშირული?! ჰოდა გეკითხებით რატომ უნდა ვიდგეთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე მთელი 6 წელიწადი და მერეც რომ არ მიგვიღებენ ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება, თვით ხოშტარია ლენასა და დეკანოიძე ხატიას ჩათვლით?! ირაკლი შვილო გამოდი ტელევიზიით და დაგმე შენი საქციელი, რამ ჩაგაწერინა ეს უბედურება კონსტიტუციაში?! ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიცილოთ თავიდან ეს დამპლები?!
2 საათის უკან
კანუდოსელი ესეთი საქციელი წლების წინ გავიგე, ერთმა გააკეთა, თავი მოჰქონდა და იკვეხნიდა, შური ვიძიეო. ეს არის ზნედაცემული და უზნეო ადამიანი საქციელი. ამის იქით ალბათ უკვე ფსკერის ფსკერი. რომ გგონია, რომ უკვე ფსკერს მიაღწიე, მაგრამ ამ დროს ქვემოდან ვიღაც მოაკაკუნებს. ასეა მათი საქმეც. მათ არადამიანობას ზღვრები არ აქვს.
2 საათის უკან