დავით ქართველიშვილი რადიკალების პროტესტზე: ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი

დავით ქართველიშვილი რადიკალების პროტესტზე: ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი" და ქართველობასთან „გალაქტიკურად" შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები

რადიკალების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მათ ამორალურს უწოდებს. როგორც ექსპერტი წერს, რადიკალები ქართველების მენტალურ გენოციდს ახორციელებენ, ვინაიდან ის რასაც ისინი სჩადიან, შორსაა ქართველობასთან. 

დავით ქართველიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში  ვითარების გამოსწორების ოპტიმისტური სცენარი არ აქვს. 

„რიტუალური შარდვის" პერფორმანსები (ჩვენს საფლავებზე, პარლამენტის ფოტოზე, წმინდანების ძეგლებზე) ჩაანაცვლა „რიტუალური ფურთხის" შიგ-ევროპულმა ტრადიციებმა. ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი" და ქართველობასთან „გალაქტიკურად" შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები.
აღარაფერს ვამბობ მოხუცებული პატრიარქის ფიზიკური მოსპობის დაუოკებელ სურვილზე, ვუდუ-როკვაზე, მაცხოვრის გამოსახულებით სასახლის დაწვაზე, ჯადოს რიტუალებზე და ა.შ. არაფერს ვამბობ უბინძურესი ლექსიკით შექმნილ „შედევრებზე", რომლებმაც ამ "პიროვნებების" ჰიტ-პარადებში წამყვან ადგილებს იკავებენ.
ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ერის გენეტიკური ჯაჭვის გარღვევა, რომლის დამპალი და ჩაჟანგებული რგოლების აღდგენას ათეული წლები დაჭირდება. მაოცებს ჩემს მიერ აქამდე უაღრესად პატივსაცემი ადამიანების მხრიდან ამ ბაკქანალიის არა იმდენად ღია მოწონება, რომელსაც შეიძლება ადგილი არც კი ჰქონოდა, არამედ მათი დუმილი და ამით ამ სიმახინჯის წახალისება.

ცუნამიმ, ტორნადომ, ქარიშხალმა, ხანძარმა, გამყინვარებამ, გვალვამ, უკანასკნელ 4 წელიწადში გადაუარეს ამერიკას, უამრავი მსხვერპლი და ნახევარ ტრილიონის ზარალი მიაყენეს ქვეყანას. მაგრამ! ეს ჩვენი მენტალური ზარალი რომელ თანხაში გავატარო? რომელ კატასტროფას შევადარო? აქტიური შემსრულებელი შეიძლება ასობით შემოიფარგლებოდეს, მაგრამ მათი ღია თუ ფარული წამხალისებელი გულშემატკივარი - ასობით ათასობითაა. მე მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ვითარების გამოსწორების არანაირი ოპტიმისტური სცენარი არ გამაჩნია...“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

მარბიელი ერთი გამაგებინეთ, ეს ატეხილები ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ესხმიან თავს, ძალადობენ, შეურაცხყოფას რომ აყენებენ ეს მამულიშვილობაა და თუ მათ დარეჯგვავენ ეს ზონდერობაა? რატომ?
რატომაა ხაბე, ხაზარაძე, გვარამია, დეკანოიძე და მათნაირი ხარახურები პატრიოტები? რატომაა არჩევნებში მათი დამარცხება "გაყალბება?"
ნახეთ, "იმედს" უფრო მეტი რეიტინგი აქვს (20) ვიდრე "პირველს" მთავარს" და ფორმულას" ერთად აღებულს (17)...
ამას ივანიშვილი ხომ არ წერს? ადგენს სპეციალური ავტომატური მთვლელები
რაა მიზეზი მეცოცხეებო? რატომ ჰყავს მარტო იმედს (რ-2-ს, პოსტტვ-ს და მაესტროს თავი რომ დავანებოთ) ამდენი მაყურებელი? იქნებ ხალხის განწყობა და მომხრეობაა მიზეზი? ა? არა, "რუსი-რუსი?' ვერ ხვდებით, რომ თქვენი უნიჭო პოზიციით, უაზრო ქცევით და სამარცხვინო წარსულით სასაცილოები ხართ?
თქვენი არგუმენტია "იმიტომ" და "რუსი"
წადით თქვენი დედაც და ვისაც თქვენი სისულელეებისა სჯერა და მიაჩნია, რომ სიკეთის მომტანები ხართ, იმათიც!!!
1 საათის უკან