საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეოთხე ნაწილი)

საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეოთხე ნაწილი)

ინტერნეტში არსებობს უამრავი მასალა, სადაც თავად დასავლელი პოლიტოლოგები, ყოფილი პოლიტიკოსები და ავტორიტეტული ექსპერტები ისტორიულ ფაქტებსა და უტყუარ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ამერიკა არის იმპერია, მსოფლიო ჟანდარმი, რომელიც საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების განხორციელებისთვის ზნეობრივი და მორალური პრინციპების გამო არ მორიდებია და მომავალშიც არ მოერიდება არც საკუთარი და არც სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მილიონობით მსხვერპლს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიას და ოკუპაციას, მათი მთავრობების დამხობას, თაღლითური ეკონომიკური მაქინაციებით მსხვერპლად ქცეული სახელმწიფოების მილიარდობით დოლარის ვალებში გახვევას, მათი მოსახლეობის უმუშევრობის, სიღატაკისა და ავადმყოფობისათვის მასობრივად გაწირვას, მათი ნედლეულის უმოწყალოდ ძარცვას და ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე დაყენებას.

ყოველივე ამის უკან დგანან საერთაშორისო საბანკო კარტელებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების მფლობელთა ოჯახური კლანები, რომლებსაც თავად ამერიკა და ევროპის მოწინავე ქვეყნები ტრილიონობით დოლარის ვალების მარწუხებში ჰყავთ მომწყდეულნი, რადგან ფულის ბეჭდვის მანქანა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის სახით მათ კერძო ხელში იმყოფება, ხოლო მათ მიერვე შექმნილი და დაფინანსებული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და სამხედრო მანქანა ნატოს სახით, სწორედ იმ ეკონომიკური სისტემისა და ამ სისტემის შედეგად ერთეულების ხელში მოქცეული ტრილიონობით დოლარისა და ათასობით ტონა ოქროს დაცვას ემსახურება.

საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისათვის არც ისე იოლია თანამედროვე ინფორმაციის ზღვაში ზემოთ აღნიშნული მოსაზრებების მტკიცებულობების მოძიება, მითუმეტეს, ტელემედია ძირითადად დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ მყოფი სახელისუფლო კლანების ხელშია და ადამიანთა გონებას სიცრუით მუდმივი ვაქცინაციის ქვეშ ამყოფებს. ამიტომ, ინტერნეტპორტალის ფორმატიდან გამომდინარე, იმ დოზით ვცდილობ ინფორმაციის ჩახლართულ ლაბირინთში იმ მიმართულების ჩვენებას, რომელიც, ჩემი აზრით, დაინტერესებულ ადამიანებში მოვლენების რეალურად აღქმის პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის.

მაშ ასე, მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად. ჯერ გავარკვიოთ, თუ რა მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ამერიკული იმპერიული პოლიტიკის უკან დგანან საერთაშორისო საბანკო კარტელებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მფლობელთა გლობალისტური კლანები. თავისთავად ამ კითხვებზე შესანიშნავად სცემენ პასუხს თანამედროვე რუსეთის ბრწყინვალე მოაზროვნეები, რომლებიც თავიანთი ინტელექტის მასშტაბით, მიმაჩნია, რომ მე-19 საუკუნის რუსი განმანათლებელების: გერცენის, ჩერნიშევსკის, ჩაადაევის, დობროლიუბოვის მემკვიდრეობას აგრძელებენ. ამ უკანასკნელთა იდეებზე კი, როგორც თავად აღიარებდნენ, აღიზარდნენ მე-19 საუკუნის უდიდესი ქართველი ეროვნული მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და სხვები

მინდა დაინტესებული მკითხველისათვის, ვინც დასახელებული რუსი ავტორების შემოქმედებას არ იცნობს, მივუთითო ინტერნეტში იმ ბლოგების მისამართები, რომლებზეც შეიძლება მათი გაცნობა. ესენია ვიქტორ ეფიმოვის წიგნი: "Экономическая азбука" - http://pr0zrenie.narod.ru/Html/ek_azbuka.htm

ამავე ავტორის მეორე წიგნი: ”КОНЦЕПТУАЛЬНАЯ ВЛАСТЬ”-http://www.e-reading.co.uk/book.php?book=22357

ასევე, ეფიმოვის ლექციებისა და ვიდეოების ბლოგი - http://pravdu.ru/lessons/efimov/

კონსტანტინე პეტროვის საზოგადოებრივი უშიშროების კონცეფცია, ლექციები, ვიდეოები და წიგნები - http://pravdu.ru/lessons/petrov/

ანდრეი ფურსოვის პუბლიცისტიკისა და ვიდეოების ბლოგი -http://andreyfursov.ru/news/1

ვალენტინ კასატონოვის ორტომეული: ” О проценте: ссудном, подсудном, безрассудном. Хрестоматия современных проблем "денежной цивилизации".

რა თქმა უნდა, ყველა მათ შეხედულებას უსიტყვოდ არ ვიზიარებ, მაგრამ ამ მოაზროვნეების გონებრივი ჰორიზონტი და უფართოესი სივრცის მომცველი ხედვები მართლაც რომ გაოცებას იწვევს.

მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენში იარლიყების მიწებების პროფესიის მქონე ადამიანებმა რუსეთუმეობის ბრალდებები ყოვლად უსაფუძვლოდ არ მოგვაკერონ, დროზე უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური საფუძვლების შესახებ გახმაურებული წიგნები აქვთ დაწერილი უცხოელ ავტორებს. ასეთია:

რალფ ეპერსონის ”Невидимая рука” - http://www.e-reading.co.uk/book.php?book=67518 - ის თავად ამერიკაში უამრავჯერ არის გამოცემული. მოცემული წიგნის ძირითად აზრს წარმოადგენს ის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულება სინამდვილეში არსებობს, განსაკუთრებულად დიდია თავისი მასშტაბით, ღრმად დაცულია და ამიტომ უძლიერესია. ის მიმართულია იმისკენ, რომ მიღწეული იქნას კაცობრიობის რასაზე აბსოლუტური და სასტიკი ბატონობა და ამ მიზნით გამოიყენება ომები, დეპრესია, ინფლაციები და რევოლუციები. შეთქმულების უცვლელ მიზანს წარმოადგენს ყველა რელიგიის, ყველა არსებული მთავრობის და ყველა ადამიანური დაწესებულების განადგურება და ამ ნანგრევებზე მათ მიერვე შექმნილი ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრება.

კეროლ კვინგლის - ”трагедия и надежда” - http://kniga-tragediya-i-nadezhda-kerol-kvigli.rpi-events.ru/

თავად კვინგლი გახლდათ პრისტონისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელი. ვიეტნამის ომის აქტიური მოწინააღმდეგე, პრეზიდენტი კლინტონი მისი სტუდენტი იყო, თუმცა, სერბიის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვისათვის იმსახურებს ბილ კლინტონი აკაკის სიტყვებს: ’მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველაო”.

გავეცნოთ ამერიკელი პროფესორის ერთ მოსაზრებას: ”ფინანსური კაპიტალიზმის ძალებმა დაისახეს კიდევ ერთი შორს მიმავალი მიზანი - ფინანსური კონტროლის მსოფლიო სისტემის შექმნა, თავმოყრილი კერძო პირების ხელში და ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკურ სიტემაზე დომინირების შესაძლებლობის მქონე. ეს სისტემა გააკონტროლებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკის საშუალებით, რომელიც იმოქმედებს კერძო შეხვედრებსა და კონფერენციებზე საიდუმლო შეთანხმებების გზით. ისინი გააკონტროლებენ როგორც დემოკრატიულ, ისე დესპოტურ მთავრობებს, ისინი მყარად მიუახლვდებიან გლობალური ფულის აბსოლუტურ კონტროლს დაკრედიტებითა და ვალებით. დომინირებული იქნებიან ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ვაჭრობასა და იმპერიულ ავანტიურებში”.

აღნიშნული შეხედულების დასამტკიცებლად კვინგლის მოჰყავს ინგლისის ბანკის ყოფილი დირექტორის ჯოსაი სტამპის აღიარება: ”საბანკო სისტემა მოფიქრებული იქნა უკანონობაში და შეიქმნა ცოდვაში. მიწას ფლობენ ბანკირები. წაართვით მათ ის, მაგრამ დაუტოვეთ ფულის შექმნის უფლება და კალმის ერთი მოსმით ისინი შექმნიან საკმარის ფულს, რომ ეს მიწა უკან გამოისყიდონ, მაგრამ თუ მათ ჩამოართმევთ ამ უფლებას, მაშინ ყველა მათი სიმდიდრე, როგორც ჩემი, გაქრება, როგორც გაქრებიან თავად ისინიც და მაშინ მსოფლიო გახდება უფრო სასიამოვნო ადგილი ცხოვრებისათვის. მაგრამ თუ გსურთ დარჩეთ ბანკირების მონად და თანაც საკუთარი მონობისთვის საფასური გადაიხადოთ, მაშინ გაუგრძელეთ მათ უფლება, შექმნან ფული”.

ძალიან საინტერესოა ცნობილი იურისტისა და ”საზოგადოებრივი საბანკო ინსტიტუტის” პრეზიდენტის ელენ ბრაუნის წიგნი: ”ვალების ქსელი”, წყარო: http://www.e-reading.co.uk/chapter.php/1022823/10/Obraschenie_Adolfa_Gitlera_k_germanskomu_narodu_22_iyunya_1941_goda_v_svyazi_s_napadeniem_na_SSSR.html, რომელშიც საერთაშორისო ბანკირების წინააღმდეგ მაგალითის სახით ჰიტლერის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკაც კი მოაქვს. გთავაზობთ ამონარიდს: ”თავიდან ჰიტლერს აფინანსებდნენ ბანკირები თავიანთი აგენტის იალმარ შახტის შუამავლობით სტალინის შესაჩერებლად, რომელმაც მათი აგენტის ტროცკის ძალაუფლების უზურპირება განახორციელა. შემდგომში ჰიტლერი გახდა უფრო დიდი საშიშროება, ვიდრე სტალინი, როცა დაიწყო ამ ბანკირების გვერდის ავლით საკუთარი ფულის გამოშვება. ეკონომიკურმა თავისუფლებამ ჰიტლერი გახადა გერმანელ ხალხში განსაკუთრებულად პოპულარული. გერმანია გავიდა ანგლოსაქსური ეკონომიკური მეცნიერებიდან, რომელიც ამბობს, რომ მთელი ვალუტა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოქროთი და ეკუთვნოდეს საბანკო კარტელებს, როგორიცაა ამერიკის ფედერალური რეზერვის სისტემა ან ევროპის ცენტრალური ბანკი, იმის ნაცვლად რომ ფულს უშვებდეს სახელმწიფო ხალხის საკეთილდღეოდ”.

ანალოგიურად აფასებს ჰიტლერის ეკონომიკური რეფორმების წარმატებებს შელდონ ემრი თავის წიგნში: ” Миллиарды – банкирам, долг – народу” http://malchish.org/lib/economics/billionsforbankers.htm

”გერმანიამ გამოუშვა ვალისა და სესხის პროცენტისაგან თავისუფალი ფული, რითაც აღინიშნება 5 წლის განმავლობაში გერმანიის აღმასვლის დასაწყისი დეპრესიიდან მსოფლიო ბატონობამდე ”.

საინტერესოა ელენ ბრაუნის ერთი პუბლიცისტური წერილიც ლიბიის მოვლენების შესახებ, სადაც ის წერს: ”რაც არ უნდა ილაპარაკონ კადაფის დანაშაულობებზე, ლიბიის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურების უფლება აქვს და მათი საავადმყოფოები მსოფლიოში საუკეთესო აპარატურით არის უსზრუნველყოფილი, განათლებაც უფასოა. ამასთან, ნიჭიერი ახალგაზდობა სწავლობდა სახელმწიფოს ხარჯზე საზღვარგარეთ, ქორწილის შემდეგ ახალგაზრდები იღებდნენ ფინანსურ დახმარებას 60 ათასი ლიბიური დინარის რაოდენობით, რაც 50 ათასი დოლარის ექვივალენტი იყო, უპროცენტო და უვადო სახელმწიფო სესხის სახით. სახელმწიფო სუბსიდირებით თავის ღირებულებაზე ბევრად იაფად ჰყიდნენ ავტომობილებს ოჯახებზე” . კადაფიმ გააკეთა 33 მილიარდ დოლარად ღირებული საირიგაციო სისტემა და წყალი შეიყვანა უდაბნოში, რითაც მოსახლეობის 70% წყლის მომარაგებით დააკმაყოფილა. ელენ ბრაუნი ამტკიცებს, რომ ლიბია აწარმოებდა მსოფლიო ნავთობის მხოლოდ 2%-ს, მაგრამ კადაფის ჩამოგდება მარტო ნავთობის გამო არ უნდა მომხდარიყოო. საქმე იმაშია რომ ამერიკელი გენერლის ვესლი კლარკის ინტერვიუს მიხედვით, რომელიც მან 2007 წელს მისცა Democracy Now! -ში, 2001 წელს დაიგეგმა ერაყის, სირიის, ლიბიის, სომალის. სუდანისა და ირანის დაპყრობა. ამ ქვეყნებს კი ის აერთიანებთ, რომ ისინი არ შედიოდნენ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკში.

ელენ ბრაუნს მოჰყავს კენეტ შორტენ უმცროსის სიტყვები Examiner.com-დან: ”6 თვით ადრე, სანამ აშშ ერაყში შევიდოდა, რათა გაენადგურებინა სადამ ჰუსეინი, ეს ნავთობის სახელმწიფო გადავიდა ნავთზე ანგარიშსწორებისათვის დოლარის ნაცვლად ევროზე. ეს გახდა საფრთხე სარეზერვო ვალუტის სახით დოლარის მსოფლიო ბატონობისა, ამასთან, მისი, როგორც ნავთობდოლარების სუვერენული არსებობისა”. კადაფიც წავიდა ამ გაბედული ნაბიჯებით. მან ინიცირება გაუკეთა დოლარსა და ევროზე უარყოფის მოძრაობას და მოუწოდა აფრიკულ და არაბულ ქვეყნებს ესარგებლათ მათ ნაცვლად ახალი ვალუტით, ოქროს დინარით. აფრიკას შესთავაზა დაეარსებინათ გაერთიანებული აფრიკის კონტინენტი და ესარგებლათ ამ ახალი ვალუტით. მის იდეას ბევრმა არაბულმა და აფრიკულმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა. აშშ-მ და ევროკავშირმა ნეგატიურად შეაფასა ეს ინიციატივა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ ლიბიას უწოდა კაცობრიობის ფინანსური უშიშროების საფრთხე. წყარო: http://marksist.blox.ua/2011/04/Liviya-vse-delo-v-nefti-ili-v-bankah.html

დოლარის უზენაესი უფლებების დარღვევისთვის კადაფის თავზე რაც დატრიალდა, ეგ კი ცნობილია და კუკარაჩას სიტყვებით რომ ვთქვათ, კადაფის პანაშვიდის ხარჯებზე არც ქალბატონი  ელენ ბრაუნი წერს რამეს.

მარგარეტ კენედის წიგნი: "Деньги без процентов и инфляции.
Как создать средство обмена, служащее каждому"- http://www.allpatent.narod.ru/idei0.htm არა მარტო ამხელს მსოფლიო საბანკო სიტემის მანკიერებებს, არამედ ამ დამანგრეველი სიტემიდან კონკრეტულ გამოსავალსაც გვთავაზობს. მოვიყვან აღნიშნული წიგნიდან რამდენიმე ამონაწერს, რომლითაც მეტნაკლებად ჩანს ავტორის მსოფლხედველობა: ”მსოფლიო, აგებული სიხარბესა და მევახშეობაზე, ხანგრძლივად ვერ იარსებებს. თანამშრომლობა და არა კონკურენცია უნდა იყოს კაცობრიობის დევიზი, თუ კაცობრიობას სურს გადარჩეს”.

სესხის პროცენტი, ეკონომიკის ისტორიის ამერიკელი სპეციალისტის ჯონ . კინგის სიტყვებით, წარმოადგენსგანადგურების უხილავ მანქანასეგრეთ წოდებულ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში”.

ჩვენს დროში ყველამ იცის, რომ მესამე სამყაროს ქვეყნები ვერასდროს შეძლებენ ვალების გასტუმრებას, რომ მსოფლიოს მაღალგანვითარებადი ქვეყნების უღარიბესი ფენების მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ხოლო შედეგებთან ბრძოლა მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას. საბანკო საქმის სფეროს წამყვანი სპეციალისტები ითხოვენ ფუნდამენტურ ცვლილებებს”.

ჩვეულებრივ პირობებში საემისიო ბანკის მიერ წარმოებული გონივრული პოლიტიკის შემთხვევაში ფულადსაკრედიტო სისტემის სფეროში პროცენტზე, როგორც ფულის მიმოქცევის საშუალებაზე უარის თქმა, მოაშორებდა მუდმივი ინფლაციის მნიშვნელოვან ფაქტორს.”

მარგარეტ კენედს უპროცენტო ფულის უპირატესობის დასამტკიცებლად მოაქვს ავსტრიის ქალაქ ვერგლის ექსპერიმენტის მაგალითი, სადაც 3000 ადამიანი ცხოვრობდა და გამოუშვეს პროცენტისაგან თავისუფალი 5 000 შილინგი.ერთი წლის მანძილზე 5000 თავისუფალი შილინგი ბრუნვაში იყო 463–ჯერ, წარმოებული იყო 2 300 000 შილინგის ღირებულების საქონელი და მომსახურება”.

როცა ავსტრიის 300 საზოგადოებრივი გაერთიანება დაინტერესდა მოცემული მოდელით, ავსტრიის ეროვნულმა ბანკმა ამაში დაინახა მისი მონოპოლიისთვის დიდი საშიშროება. ის ჩაერია მაგისტრატის საქმიანობაში და აკრძალა ადგილობრივი თავისუფალი ფულის ბეჭდვა.

იმ დროს, აშშ–ი 100–ზე მეტი დასახლება, მათ შორის რამდენიმე დიდი ქალაქიც, გეგმავდა ფულის შემოღებას, რომელსაც უნდა ეფუნქციონირებინა ვერგლისთავისუფალი ფულისანალოგიურად.

დინ აჩესოს კითხვაზე, რომელიც შემდგომ გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თუ რა აზრისა იყო ამ საკითზე, მთავრობის ეკონომიკურმა მრჩეველმა პროფესორმა რასსელ სპრაგამ უპასუხა ”ეს წარმოადგენს ამერიკული საფინანსო სისტემის სტრუქტურის სრული ცვლილების ღონისძიებას და მას არ გააჩნია უფლებამოსილება მისცეს თანხმობა ამგვარი გლობალური ცვლილებების ჩატარებისთვის”

ამგვარად, მოძრაობაფულიმარკისთვის,” რომელიც წარმოადგენდა პროექტის მოდელს და სავარაუდოდ, აუცილებლად მიგვიყვანდა სწორ საფინანსო რეფორმამდე, უარყოფილი იქნა. 1933 წლის 4 მარტს პრეზიდენტმა რუზველტმა გასცა განკარგულება ბანკების მუშაობის დროებით შეჩერებისა და დამხმარე ვალუტის გამოშვების აკრძალვის შესახებ.”

აუცილებლად მიმაჩნია, რომ ფედერალური რეზერვის სისტემის (ფრს) შექმნის ისტორიას უფრო ღრმად ჩავწვდეთ, რათა უკეთ გავერკვეთ, თუ რა მოსაზრებით დაფუძნდა ის და რა მიზნები ამოძრავებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ფრს ახლაც იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ასი წლის წინ, მისი წარმოშობის დღიდან, ბევრად ადვილი იქნება იმის ამოცნობა, თავისი კონცეფციით სიკეთეს ემსახურება, თუ ბოროტებას.

ამ საქმეში ჩვენი გზამკვლევი იქნება ამერიკული დოკუმენტური ფილმი: ”ფულის პატრონები”. რა თქმა უნდა, ის რაზეც ამ ფილმშია მოთხრობილი, ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების წიგნებშიც არის დასაბუთებულად გადმოცემული, მაგრამ აღნიშნული ფილმი იმით არის გამორჩეული, რომ მასში კომპაქტურად არის გადმოცემული ფრს-ის მთელი საქმენი საგმირონი. http://www.youtube.com/watch?v=QQaYHs0wdkQ

მაიერ როტშილდი, რომელიც ითვლება დასავლეთის საბანკო კარტელის მამამთავრად, ფულის გამოშვების უფლების შესახებ ამბობდა: ”თუ მე გავაკონტროლებ სახელმწიფო ფულის გამოშვებას, მაშინ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ წერს ამ ქვეყნის კანონებს.”

კერძო პირების ხელში აშშ-ის სახელმწიფო ბანკის გადასვლისათვის ბრძოლას დიდი ხნის ისტორია აქვს. ბანკირების ამ გაიძვერულ ჩანაფიქრს წარმატებით ებრძოდა აშშ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი და შემდგომი პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი.

თომას ჯეფერსონი: ”თუ ამერიკელები კერძო ბანკებს როდესმე მისცემენ უფლებას აკონტროლონ ჩვენი ფულის ემისია, მაშინ ჯერ ინფლაციით და შემდგომ დეფლაციით, ბანკები და კორპორაციები, რომლებიც ამოიზრდებიან მის ირგვლივ, წაართმევენ ქონებას ადამიანებს და მათი შვილები დარჩებიან უსახლკაროდ იმ ქვეყანაში, რომლებიც მამებმა მათ ბრძოლით დაუტოვეს”.

ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ჯეფერსონის ეს წინასწარმეტყველება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ზუსტად ეხმიანება. სტატისტიკას ხომ ვერავინ უარყოფს, რომ მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავალუტი ფონდის დირექტივებით მართულმა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ქართულმა ბანკებმა მძარცველური საკრედიტო საპროცენტო განაკვეთებით ამ პატარა ქვეყანაში სახლ-კარისა და ქონების გარეშე დატოვეს ათი ათასობით საკუთარი თანამემამულე, რითაც დამტკიცდა, რომ ანტიადამიანური ფინანსური სისტემის სამსახურში ყოფნით ქართველი ბანკირებიც საკუთარი ხალხის ჯალათებად იქცნენ.

თომას ჯეფერსონი ასევე ამბობდა: ”მე გულწრფელად მჯერა, რომ საბანკო ორგანიზაციები უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენენ, ვიდრე მტრის ჯარები. ფულის ემისიის უფლება უნდა ჩამოერთვათ ბანკებს და გადაეცეს ხალხს (ანუ მთავრობას-ავტორი), რომელსაც ეს უფლება ეკუთვნის სამართლის მიხედვით”.

ჩრლზ კოლინზი - პრეზიდენტობის კანდიდატი, ამბობდა, რომ ალექსანდრე ჰამილტონი, რომელიც აშშ-ს ცენტრალური ბანკის გახსნისთვის იბძოდა, იყო იარაღი საერთაშორისო ბანკირების ხელში. მას სურდა კერძო ყოფლიყო ამერიკის საბანკო სისტემა და მან ეს მოახერხა მე-18 საუკუნის ბოლოს. 1791 წლის კანონით ამერიკის ბანკის აქციების 80% კერძო, ხოლო 20% სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა. მათ უკან კი როტშილდები იდგნენ. მთავრობამ ამ ბანკისგან ისესხა მაშინდელი სტანდარტებით 8 მილიონი დოლარი, ხოლო ამან საქონლის ფასები ქვეყანაში 5 წელიწადში 72%-ით გაზარდა.

თომას ჯეფერსონი, რომელიც იმ დროს სახელმწიფო მდივნის პოსტზე იყო არჩეული, უყურებდა რა სახელმწიფოს მიერ ბანკისგან ფულის სესხების ამ მდგომარეობას, მწუხარებით შენიშნავდა: ”ნეტავ შეიძლებოდეს კონსტიტუციაში ერთადერთი შესწორების შეტანა, რომელიც სახელმწიფოს ჩამოართმევდა სესხის აღების უფლებასო”. უკვე მაშინ ამჩნევდნენ, რომ მთავრობის მიერ ამდენი პროცენტიანი სესხის აღებით ეკონომიკის განადგურება ხდებოდა.

აშშ-ის კონსტიტუციის ავტორი ჯეის მედისონი ბანკირებს ეძახდა მენუალებს და დაუნდობლად აკრიტიკებდა მათ: ”ისტორია ამტკიცებს რომ მენუალები იყენებენ ბოროტების ყველა საშუალებას, შეთქმულებას, სიცრუეს და ძალადობას, რათა შეინარჩუნონ მთავრობაზე კონტოლი, განაგებენ რა ფულის ნაკადებს და ქვეყნის ფინანსურ ემისიას.”

საერთოდ, ვინ არიან მენუალები? 2000 წლის წინ იესო ქრისტემ მენუალები გაყარა ტაძრიდან. პირველი შემთხვევაა რომ ქრისტემ მის მიწიერ არსებობაში გამოიყენა ძალა. ისინი ფულის გადამცვლელები იყვნენ და დიდ მოგებას ნახულობდნენ ამით.

შუასაუკუნეებში კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა პროცენტის აღება ფულის სესხების დროს, ანუ მევახშეობა უკანონობად მიიჩნია.

თომა აქვინელი, რომელიც იყო დიდი ქრისტიანული თეოლოგი, წერდა: ”ფულის მიზანია ხელი შეუწყოს საქონლის ბრუნვას საზოგადოების წევრება შორის, რაც აუცილებელია კეთილდღეობისათვის. საბანკო პროცენტი კი წინააღმდეგობაშია გონიერებასა და სამართლიანობასთან”. შემდგომში დაშვებული იქნა მინიმალური სარგებელის მიღება.

ნაპოლეონი არ ენდობოდა ბანკებს. ის მათი ვალებისგან სახელმწიფოს გათავისუფლებას ითხოვდა და ამბობდა: ”თუ მთავრობა ფინანსურად დამოკიდებულია ბანკირებზე, მაშინ ქვეყანას განაგებენ ბანკირები და არა მთავრობა. ფულის გამცემი ხელი ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი ამღები. ფულს არა აქვს სამშობლო. პატრიოტიზმი და სამართლიანობა ის კატეგორიებია, რომელიც არ ახასიათებთ ფინანსისტებს. ერთადერთი მათი მიზანია მოგება”.

1811 წელს, როცა იხილებოდა ამერიკის პირველი ბანკისთვის 20 წლიანი ლიცენზიის გაგრძელების საკითხი, კონგრესმენმა პიდი პორტერმა განაცხადა: ”თუ ბანკის ლიცენზია განახლდება, მაშინ კონგრესი მკერდზე მიიკრავს გველს, რომელიც ადრე თუ გვიან უკბენს ამ ქვეყანას გულზე და წაართმევს ყველა მოპოვებულ თავისუფლებას”.

ნათან როტშილდი დაემუქრა ამერიკას ომით იმ შემთხვევაში, თუ გაუუქმებდნენ საბანკო ლიცენზიას და ასეც მოხდა, 6 თვეში ინგლისი თავს დაესხა ამერიკას.

როტშილდების ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს არის გზა თაღლითობითა და არნახული სიხარბით მთელ მსოფლიოში უდიდესი ბანკების შექმნისა, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მსოფლიოს ბედზე და თვით ომების შედეგებზე.

ცნობილი ფაქტია, რომ ნაპოლეონის ეპოქაში რეალურად ნაპოლეონიც და ველინგტონიც ვატერლოოს ბრძოლის წინ 1915 წელს ინგლისის ბანკმა დააფინანსა, სადაც როტშილდს დიდი გავლენა ჰქონდა.

როტშილდმა ვატერლოოს ომის შედეგი თავისი მზვერავების წყალობით 24 საათით ადრე იცოდა ლონდონში და მან საფონდო ბირჟაზე თავისი აქციების გაყოდვა დაიწყო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ თითქოს ველინგტონმა ბრძოლა წააგო. მალე ყველამ დაიწყო ინგლისის მთავრობის ობლიგაციების გაყიდვა და როცა მისი ფასი მინიმუმამდე დაეცა, როტშილდმა ისინი უეცრად შეისყიდა. მან ამ გზით ინგლისის ბანკის მთელი აქციები ჩაიგდო ხელში.

მე-19 საუკუნეს როტშილდების საუკუნესაც კი უწოდებდნენ. ისინი მსოფლიო სიმდიდრის ნახევარს ფლობდნენ, რაც მათ პოლიტიკურ გავლენაზეც მეტყველებს.

1816 წელს ახალი ამერიკული ცენტრალური ბანკი დაარსდა, სადაც აქციების ერთი მესამედი უცხოელებზე გაყიდეს, ანუ როტშილდებს აქაც დიდი გავლენა ჰქონდათ.

პრეზიდენტმა ჯექსონმა სწორედ ამიტომ თქვა იმ პერიოდში: ”რა უნდა იყოს იმაზე საშიში ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ვიდრე ის, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი ასე ნაკლებად არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთანო”.

ენდრიუ ჯექსონი ასე მიმართავდა ბანკირებს: ”თქვენ ხართ ქურდებისა და გველების ხროვა. მე ვაპირებ გაგათრიოთ აქედან და ღვთის სახელით მე თქვენ თავიდან მოგიშორებთ”. ჯექსონს ბანკირებთან დაპირისპირების გამო 1835 წელს თავადასხმა მოუწყვეს, მაგრამ მკვლელს პისტოლეტმა უმტყუნა. შემდგომში ეს დამნაშავე ტრაბახობდა, რომ ევროპიდან მას გავლენინიანი ძალები მფარველობდნენ.

1836 წელს ჯექსონმა ბანკირებზე გამარჯვება მოიპოვა, რასაც სიკვდილის წინ სიამაყით აღნიშნავდა - მე მოვკალი ბანკიო.

ჯექსონი ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელმაც ბანკს მთელი ვალები გადაუხადა და ხაზინა მთლიანად სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფულს იყენებდა. მენუალებს მთელი 77 წელი დასჭირდათ, რომ კვლავ დაებრუნებინათ პოზიციები. ეს წლები იყოს სწორედ ის ეპოქა, როცა ამერიკა ბუნებრივი განვითარების გზით დიდ წარმატებებს აღწევდა. თუმცა ბანკებს მაინც ჰქონდათ უფლება საკუთარი სარეზერვო სისტემის ბოროტად გამოყენებით ისევ გაცათ დიდი რაოდენობის სესხები.

მენუალებმა 1861-64 წლების სამოქალაქო ომის დაწყებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, რადგან ომი რომ მთავრობისგან დიდი თანხების ხარჯვას მოითხოვს, ეს ფაქტია, ხოლო სარგებელს სწორედ ბანკირები ღებულობენ, რომლებიც სამხედრო მრეწველობაშიც დიდ აქციებს ფლობენ.

პრეზიდენტის ინაგურაციის ზეიმზე აბრაჰამ ლინკოლნმა თქვა: ”მე არა მაქვს მიზანი პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩავერიო მონობის ინსტიტუტში იმ შტატებში, სადაც ის არსებობს. გარწმუნებთ, რომ მე არა მაქვს არც კანონიერი უფლება და არც სურვილი, რომ ეს გავაკეთო”.

ომის დაწყების შემდეგაც ლინკოლნი ასევე ამტკიცებდა, რომ ის მონობის საკითხს არ ეხებოდა: ”ჩემი პირველი რიგის საზრუნავია, გადავარჩინო კავშირი. და ეს არაფრით არ არის დაკავშირებული მონობის შენარჩუნება-არშენარჩუნებასთან. თუ მე მონების გათავისუფლების გარეშე შევინარჩუნებ კავშირს, მე ამას გავაკეთებ”.

იყო თუ არა მსოფლიო შეთქმულება მაშინდელი ამერიკის წინააღმდეგ, ამის გასარკვევად მოვუსმინოთ გერმანიის გამაერთიანებელ კანცლერს ოტო ფონ ბისმარკს. ”აშშ-ის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის უმაღლესი ფინანსური წრეების მიერ მიღებული იქნა სამოქალაქო ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ამ ბანკირებს შეეშინდათ, რომ თუ აშშ შენარჩუნდებოდა, როგორც ცალკე სახელმწიფო და ცალკე ხალხი, მაშინ ისინი მოიპოვებდნენ ეკონომიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობას, რომელიც შეასუსტებს მათ ფინანსურ ძალაუფლებას მთელ მსოფლიოზე.”

მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ბრიტანელები სამხედრო გემებით განლაგდნენ აშშ-ის საზღვაო საზღვრებზე. ლინკოლნს კი მენუალებმა საომარი საჭიროებისთვის კრედიტი მაღალი განაკვეთით მისცეს, წლიური 36%-ით.

ამერიკის პრეზიდენტმა ომის დაფინანსების პრობლემა საბოლოო ჯამში იოლად გადაწყვიტა სახელმწიფო ვალდებულებების ქაღალდების გამოშვებით და 453 მილიონი დოლარის რაოდენობის უპროცენტო ფული გამოუშვა.

ამ გამოცდილების მქონე ლინკონმა თქვა: ”მთავრობამ უნდა გაიცნობიეროს, რომ მთელი ვალუტის ცირკულაცია აიღოს თავის თავზე, რომელიც დააკმაყოფილებს მთავრობის მთელ მოთხოვნებს და მოქალაქეთა სამომხმარებლო შესაძლებლობებს. ფულის გამოშვების პრივილეგია ეს არის მთავრობის არა მარტო მთავარი პრეროგატივა, არამედ შემოქმედების უდიდესი შესაძლებლობა. თუ ჩვენ გავიზიარებთ ამგვარ პრინციპებს, მაშინ უდიდესი თანხების ეკონომიას გავუკეთებთ გადასახადის გადამხდელებს, რომელიც პროცენტების გადახდაში იხარკება. ფული შეწყვეტს მეპატრონედ ყოფნას და ის გახდება კაცობრიობის მსახური”.

ამის საპასუხოდ ლონდონის „ტაიმსში“ დაიბეჭდა სარედაქციო წერილი, რომელშიც ლინკოლნის პოლიტიკასთან ბანკირების დამოკიდებულება იყო განმარტებული: ”თუ ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოქმნილი ეს უვარგისი ფინანსური პოლიტიკა მიყვანილი იქნება ლოგიკურ დასასრულამდე, მაშინ ამერიკის მთავრობა უზრუნველყოფს ქვეყანას ფულით მისი გამოყენების საფასურის გარეშე. ის გაისტუმრებს თავის საგარეო ვალს და აღარ ექნება ვალები. მას ექნება აუცილებელი თანხები ვაჭრობის მხარდაჭერისთვის და ქვეყანა გახდება არნახულად მდიდარი. ყველა ქვეყნის გონება და სიმდიდრე გაედინება ამერიკაში. ეს ქვეყანა უნდა დავსაჯოთ, თორემ მსოფლიოში ყველა მონარქია დაემხობა”.

ლინკოლნმა ამ დროს მიიღო რუსეთის მეფის ალექსანდრე II-ის დახმარება. ისიც უარყოფდა ცენტარლური ბანკის დაარსების იდეას, რადგან მენუალების ხრიკები კარგად იცოდა. ასევე სამხედრო დახმარებაც გაგზავნა ფლოტის სახით ამერიკელებთან.

სანამ მოკლავდნენ, ლინკოლნი წერდა: ”ფულის ძალაუფლება ნადირობს ხალხზე მშვიდობიანობის დროს და ხლართავს მის წინააღმდეგ შეთქმულებას, როცა ომი მიმდინარეობს, ის უფრო დესპოტურია, ვიდრე მონარქია, უფრო თავხედია, ვიდრე ავტოკრატია და უფრო ეგოისტურია, ვიდრე ბიუროკრატია”.

1865 წლის 14 აპრილს, მისი მეორედ არჩევიდან 41-ე დღეს, ლინკოლნი მოკლეს. ბისმარკი განიცდიდა ლონკოლნის სიკვდილს და ამბობდა: ”ლინკოლნის სიკვდილი მთელი ქრისტიანული მსოფლიოსთვის არის კატასტროფა. მთელ ამერიკაში არ იყო მისი მსგავსი ადამიანი. მე ვშიშობ, რომ თავიანთი ცნობილი ეშმაკური ტრიუკებით საზღვარგარეთელი ბანკირები საკუთარ კონტროლში აიყვანენ ამერიკის უზარმაზარ სიმდიდრეს და მას გამოიყენებენ თანამედროვე ცივილიზაციის სისტემატური გარყვნისათვის. ისინი მსოფლიოს ჩააგდებენ ქაოსისა და ომების უფსკრულში მხოლოდ იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო მათი სამკვიდრო გახდეს”.

შემდგომში წარმოებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლინკოლნის მკვლელი სწორედ ევროპის ბანკირების მიერ იყო დაქირავებული.

ლინკოლნის ფულად-სასაქონლო პოლიტიკა ეყრდნობოდა ბიუჯეტისა და საკუთარი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობას და არა ოქროს სტანდარტს, რაც კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა იყო სწორი საფინანსო პოლიტიკის საწარმოებლად.

1866 წელს ამერიკაში ტრიალებდა 1,8 მილიარდი დოლარი, ანუ 50 დოლარი ერთ მცხოვრებზე, ხოლო ევროპელი ბანკირების რჩევით - 1986 წელს 0,4 მილიარდი, ანუ 6 დოლარი ერთ კაცზე. ამან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეამცირა 700%-ზე მეტით. ეს არის სწორედ სპეციალურად მოწყობილი ჩავარდნა და დეპრესია, რასაც საქმიან ციკლს უწოდებენ. ეს არის ფულის მოცულობის ისეთი მანიპულირება, რაც იწვევს კრიზისებს და მხოლოდ ბანკირების ინტერესებშია. ამით მათ კრედიტების მოთხოვნილება სპეციალურად გაზარდეს.

ევროპელ ბანკირებს სურდათ ვერცხლის ფულის ამოღება ბრუნვიდან, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით იყო ამერიკაში და ვერ აკონტროლებდნენ. ამიტომ 1872 წელს ასი ათასი ფუნტ--სტერლინგი, ანუ 500 ათასი დოლარი მისცეს თავიანთ აგენტს ერნეთ სეიდს კონგრესმენთა მოსასყიდად. შედეგად 1873 წელს ვერცხლის მონეტების გამოშვება კონგრესმა აკრძალა. კონგრესმენმა გუვერმა აღიარა რომ ამ კანონის უკან ბატონი სეიდი იდგა, რაშიც შემდგომ ერნეთ სეიდიც გამოტყდა. ამ უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის შემსწავლელმა ამერიკის კონგრესის კომისიამ დაადგინა, რომ უფულობა, ანუ ბრუნვაში საკმარისი ფულის არქონა სპობს ცივილიზაციას.

ამერიკაში მოშიმშილეთა გამოსვლები დაიწყო, მაგრამ ფულს მაინც არ უშვებდნენ. ბანკების ასოციაციის მდივანი ჯეიმს ბიუერი ამ დროს ცინიკურად ყველა გამოცემის მოსყიდვის აუცილებლობის შესახებ საუბრობდა, რომელიც სახელმწიფო ფულის გამოშვების მხარეს იდგა. ასევე კონგრესის წევრების, რომ საკანონმდებლო პროცესი მათ სასარგებლოდ დაძრულიყო. მაგრამ იმ დროს კონგრესმა მაინც გამოუშვა ვერცხლის ფული.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გარფილდი კარგად იყო გარკვეული ვინ მანიპულირებდა ფულით. 1882 წელს ის წერდა: ”ვინც აკონტროლებს ფულის მასას ნებისმიერ ქვეყანაში, ის წარმოადგენს მის ვაჭრობასა და მრეწველობაზე სრულყოფილი ძალაუფლების მქონეს. როცა თქვენ გაარკვევთ რამდენად მარტივია ეკონომიკური სისტემა, რომელიც კონტროლდება რამდენიმე გავლენიანი პირის მიერ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ახსნა, რა არის დეპრესიისა და ინფლაციის მიზეზი”.

1882 წლის 2 ივლისს, ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში ამერიკის პრეზიდენტი გარფილდი მოკლეს.

მენუალებმა დაიწყეს დაგეგმილი ფინანსური მაქინაციებით გამოწვეული ეკონომიკური აღმავლობითა და დაცემით ხალხის ძარცვა, რასაც ისინი ცხვრების გაპარსვას უწოდებდნენ. ამით ისინი მათ მიწებსა და სახლებს იგდებდნენ რეალურზე ბევრად ნაკლები ფასით.

1891 წელს საბანკო კარტელმა ახალი დეპრესიის მომზადება დაიწყო და მემორანდუმიც გაუგზავნა თავიანთ წევრებს. მასში ეწერა, რომ 1894 წლის პირველი სექტემბრიდან კრედიტებს საერთოდ არ გავცემთ და გაცემულის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ. ამასთან ერთად გირაოს გამოსყიდვის უფლებასაც არ მივცემთ მოვალეებს. ამით ფერმერების ორ მესამედს ვაიძულებთ დათმონ თავიანთი ფერმები ჩვენს მიერ მიწოდებულ ფასებში და ისინი ჩვენი არენდატორები გახდებიან, ისევე როგორც ეს ინგლისშიაო.

(გაგრძელება იქნება)