დანიის მეფემ, ფრედერიკ X სამეფოს გერბი შეცვალა და გრენლანდიის და ფარერის კუნძულების გამოსახულება უფრო მკვეთრი გახადა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემის მტკიცებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დანიის მეფეს გრენლანდია და ფარერის კუნძულები საკუთარ ტერიტორიად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ გერბის განახლებულ ვერსიაში თეთრი დათვი და ვერძი, რაც გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან ასოცირდება, მკვეთრად არის გამოხატული.
როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი გრენლანდიის გარშემო გაზრდილი დაძაბულობის გამო იყო გადადგმული. დანია დღემდე აკონტროლებს გრენლანდიის საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების პოლიტიკას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ამერიკამ გრენლანდია იყიდოს.