შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთში ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთში ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთში ახალი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.

„საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს. ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა“, - დაწერა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გუშინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისში აქციის მონაწილეებსა ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.

https://x.com/shpapuashvili/status/1876537016512630952?t=5Att_-QR48P14pVzHwI82w&s=19

კანუდოსელი ყოჩაღ! ასე გააგრძლეთ, მეტი სითამამე და გამბედაობა! ეს ელჩი რის უფლებას აძლევს თავს, წესით აქედან უნდა გააპანღურო, თავმოყვარე ქვეყანა რომ იყო. მაგრამ ამის დროც მოვა, ყველა დაიმახსოვრეთ და გაყარეთ, როცა დრო მოვა.
1 დღის უკან
მარბიელი დავაფსი იმ ერს, რომელსაც თავისი ბებიის თანაკლასელის ცოლად მომყვანი ჰყავს პრეზიდენტად, მანამდე კი კადაფის ფულებით გაპრეზიდენტებულ და კრიმინალ სარკოზს იტანდა!
1 დღის უკან
მარბიელი საფრანგეთი დღემდე კოლონიალურ პოლიტიკას ატარებს; კალედონიაში ყოველდღე იღვრება თავისუფლებისმოყვარე ადგილობრივების სისხლი ...არც კორსიკაა საფრანგეთი ...
ჰიტლერი რომ მიაწვა, საფრანგეთმა გირჩზურაბასებურად ჩაიხადა და ვნებით დანებდა გერმანელებს ... იმ ომში ფრანგები თანაბარი ოდენობით იბრძოდნენ ჰიტლერის წინააღმდეგ და მის მხარდამხარ ...ომის შემდეგ საფრანგეთიც რომ გამარჯვებულებში შეტენეს (?) და კაპიტულაციაზე მისულ კეიტელსა და იოდლს იქ იქ რუსებთან, ინგლისელებთან და ამერიკელებთან ერთად დე გოლი და სხვა ბაყაყიჭამიები დახვდნენ, გაოცებულებმა იკითხეს, ესენიც გამარჯვებულები არიანო? :))
23 საათის უკან