მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია ერთმანეთი გვიყვარდეს ქრისტეს სიყვარულით, საზოგადოება გაერთიანდეს, ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ - როგორც პრეზიდენტი ვეცდები, ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო

მინდა აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია და მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს და ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან - გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით. მე, როგორც პრეზიდენტი ვეცდები, რომ ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.