დავით ჩიხელიძე პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე: ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს

დავით ჩიხელიძე პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე: ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს

ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად მიიჩნეოდა!- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. 

ექსპერტის შეფასებით, კაუმას ვიზიტი და არჩევნების ლეგიტიმაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, მოქმედ მთავრობას ლეგიტიმაცია მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მიანიჭა, რომელსაც ვერცერთი თანამდებობის პირის პოზიცია ვერ გადაწონის!

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ოპოზიცია ხარობს და ვიზიტის გადადებას საკუთარ გამარჯვებად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის უკან ეუთოს და მის სადამკვირვებლო მისიას ყავლგასულად აფასებდნენ.  ნაადრევია ოპოზიციის ზეიმი, საქართველოში პია კაუმას ვიზიტი აუცილებლად განხორციელდება! 

ოპოზიციის ფაშისტურმა მიდგომებმა და ბულინგმა მოკლევადიანი შედეგი გამოიღო, ოპოზიცია საკუთარ პროევროპულობას საბჭოთა მეთოდებით გვიმტკიცებს, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად მიიჩნეოდა!  პია კაუმამ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა „ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“ აქ აშკარად იგულისხმება ჩატარებული არჩევნების შემდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობა, ხოლო არჩევნების არ ცნობის და ახალი არჩევნების მოთხოვნის აღიარების  შემთხვევაში ასეთი ფრაზის თქმა უბრალოდ უაზრო გამოდის.

ყველაზე მთავარი, კაუმას ვიზიტი და არჩევნების ლეგიტიმაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, მოქმედ მთავრობას ლეგიტიმაცია მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მიანიჭა, რომელსაც ვერცერთი თანამდებობის პირის პოზიცია ვერ გადაწონის!”- წერს დავით ჩიხელიძე.

კანუდოსელი აბა რას ატეხეთ ამბავი, პია ჩამოდის, რა ბედნიერებააო?! ,,ოცნებას" თვითონ აქვს კომპლექსი, რომ უნდა მაინცდამაინც კოლონიზატორებმა დაარტყან ბეჭედი არჩევნებში მათ გამარჯვებას. მაინც არც ჩინეთს აღიარებენ, თვალი ტრამპზე უჭირავთ, რას იტყვის ტრამპი 20-ის მერე. მხდალები და უსუსურები არიან. გაიმართეთ წელში, ვის რას უმტკიცებთ. ხალხმა მანდატი მოგცათ და მართეთ ქვეყანა, ცოტა მკაცრი ხელი გამოაჩინეთ. რაც ოპოარხმა იკადრა და საბერიოს ტრაგედიაში დაგადანაშაულათ, საერთოდ უცერემოდიოდ დავხურავდი მაგ არხს, რადგან ეს არის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც პოლიტიკას აღარ ეხება, ვერც ვერავინ მოგედავებოთან სამართლებრივად. ჯერ მხოლოდ ბრძოლაა მოგებული, ომის ცხელი ფაზები წინ გველოდება. განსაკუთრებით წინ გადაეღობება ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ნაცსექტის საქციელი. ესენი ჩაშლიან ყველა წამოწყებას, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას და სიტუაციის დალაგებას.
1 დღის უკან