გიორგი ვოლსკი საბერიოს ტრაგედიაზე: ასეთი ტრაგიკული გარემოების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, არის მახასიათებელი საზოგადოების მცირე ნაწილის, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. ოპოზიცია თავის საინფორმაციო საშუალებებთან ერთად

გიორგი ვოლსკი საბერიოს ტრაგედიაზე: ასეთი ტრაგიკული გარემოების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, არის მახასიათებელი საზოგადოების მცირე ნაწილის, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. ოპოზიცია თავის საინფორმაციო საშუალებებთან ერთად

ასეთი ტრაგიკული გარემოების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, არის მახასიათებელი საზოგადოების მცირე ნაწილის, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. ოპოზიცია თავის საინფორმაციო საშუალებებთან ერთად, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ოპოზიციის სპეკულაციებზე.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ მსგავს შემთხვევებში ოპონენტები ცდილობენ მომხდარს პოლიტიკური სარჩული შესძინონ.

„საშინელი ამბავი დაგვატყდა თავს ყველას. რა საკვირველია, პირველ რიგში ოჯახს და ახლობლებს. საშინელი ტრაგედია მოხდა და ეს არ არის პირველი, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციურ, მავნებლურ საინფორმაციო სივრცეში აჟღერებენ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც მოხდა. კვლავ პოლიტიკური სარჩულით და საფუძვლით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი, ტრაგიკული გარემოების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით, არის მახასიათებელი ჩვენი საზოგადოების გარკვეული, თუნდაც მცირე ნაწილის, რომელსაც ხელმძღვანელობს ე.წ. ოპოზიცია თავის საინფორმაციო საშუალებებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სოფელ საბერიოში ხანძარს გუშინ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ისინი ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს. ტრაგედიაზე სპეკულაციური შეფასება გაკეთდა ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე.