მიკროტალღური ღუმელი თანამედროვე სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. მისი საშუალებით შეგიძლია სწრაფად და მარტივად გაათბო საჭმელი, გაალღო გაყინული პროდუქტები ან მოამზადოთ მარტივი კერძები.
ბაზარზე წარმოდგენილია ორი ძირითადი ტიპის მიკროტალღური ღუმელი: ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო შეძენისას.
ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები
ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები განსაკუთრებით პოპულარულია სამზარეულოებში, რომლებიც თანამედროვე დიზაინით იქმნება. მისი განთავსებისთვის, აუცილებელია, გქონდეს სპეციალური სამზარეულოს ავეჯი, რომელშიც მოწყობილობას ჩააშენებ.
ასეთი ტიპის მიკროტალღურს არაერთი უპირატესობა აქვს:
● ჩასაშენებელი ღუმელი ინტეგრირდება სამზარეულოს ავეჯში, რაც ქმნის ჰარმონიულ და ელეგანტურ იერსახეს.
● შეგიძლია ღუმელი ისეთ სიმაღლეზე მოათავსო, რომელიც შენთვის უფრო კომფორტული იქნება.
● ბევრი მოდელი აღჭურვილია ისეთი დამატებითი ფუნქციებით, როგორიცაა გრილი ან ცხობის რეჟიმი.
ჩასაშენებელი ღუმელების ნაკლოვანებებზე თუ ვისაუბრებთ, ეს შეიძლება იყოს მაღალი ფასი, რადგან, როგორც წესი, ისინი უფრო ძვირია ვიდრე ცალკე მდგომი მოდელები.
აგრეთვე, ის საჭიროებს პროფესიონალურ მონტაჟს, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
ჩასაშენებული მოწყობილობის გადაადგილება ან სხვა ადგილას გადატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ცალკე მდგომი მიკროტალღური ღუმელები
● ცალკე მდგომი მოდელები მეტ მოქნილობას გთავაზობს. მისი მთავარი უპირატესობებია კომპაქტურობა, ხელმისაწვდომი ფასი და მრავალფეროვანი არჩევანი.
● მოწყობილობა არ საჭიროებს სპეციალურ ინსტალაციას და საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია გადააადგილო სხვა ოთახში ან ახალ ადგილას.
● ცალკე მდგომი მიკროტალღურის ნაკლოვანება მხოლოდ ის არის, რომ ის იკავებს სამზარეულოს ზედაპირის არც თუ ისე მცირე ნაწილს და შესაძლოა, იდეალურად არ მიესადაგოს სამზარეულოს დიზაინს.
● ბევრ მოდელს არ აქვს ისეთი კომპლექსური ფუნქციები, როგორებიცაა გრილი ან ცხობის რეჟიმი.
რომელი მიკროტალღური ღუმელი ჯობია?
● თუ შენი სამზარეულო გათვლილია თანამედროვე დიზაინზე და გსურს მაქსიმალურად გამოიყენო სივრცე, ჩასაშენებელი მოდელი საუკეთესო არჩევანია.
● ის იდეალურია დიდი ოჯახებისთვის, სადაც აუცილებელია მრავალფუნქციური და მძლავრი მოწყობილობის ქონა.
● თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვს ან ქირით ცხოვრობ, ან უბრალოდ ხშირად იცვლი საცხოვრებელს, ცალკე მდგომი ღუმელი უფრო პრაქტიკულია.
რომ შევაჯამოთ, მიკროტალღური ღუმელის შერჩევა უნდა მოხდეს შენი სამზარეულოს ზომის, დიზაინის და საჭიროებების მიხედვით.
თუ ეძებ იაფ და მობილურ ვარიანტს, შეარჩიე ცალკე მდგომი მოდელი, ხოლო თუ შენთვის კომფორტი და ელეგანტური იერი მნიშვნელოვანია, უპირატესობა მიანიჭე ჩასაშენებელ მიკროტალღურ ღუმელს.
მიკროტალღური ღუმელი ექსტრაზე ყოველთვის შეგიძლია შეიძინო საუკეთესო ფასად, ამისთვის ეწვიე კომპანიის ვებგვერდს და შეარჩიე შენთვის სასურველი მოდელი. ექსტრას კურიერი ღუმელს უფასოდ მოგიტანს საქართველოს მასშტაბით.