ბაჩუკი ქარდავა მოულოდნელად დაიღუპა! - ცნობილია რამ გამოიწვია პოლიტიკოსის ნაადრევი გარდაცვალება

ბაჩუკი ქარდავა მოულოდნელად დაიღუპა! - ცნობილია რამ გამოიწვია პოლიტიკოსის ნაადრევი გარდაცვალება

პოლიტიკოსი, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

„წავიდა...ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა. როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი“,- წერს მისი მეგობარი და პარტიის პრესსამსახური კატო შინდაგორიძე.

ინფორმაციისთვის, ბაჩუკი ქარდავას დამთავრებული ჰქონდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1988 წელს ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს, იყო სანქტ-პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ. 1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.

1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.