ევროკავშირმა რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

ევროკავშირმა რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

ევროკომისიამ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ის სოციალურ ქსელ Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოებას იწყებს.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ საქმის წარმოება Tik Tok-ის წინააღმდეგ ციფრული მომსახურების კანონის დარღვევის ბრალდებით, კერძოდ მისი ვალდებულების სისტემური რისკების შეფასებისა და მინიმიზაციის უგულებელყოფის გამო, რომელიც არჩევნების სამართლიანობას, განსაკუთრებით რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა 2 დეკემბერს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები გააუქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯესკუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად სარგებლობდა Tik Tok-ის პლატფორმით.

Aburjga Tasmanieli ეს ევროკავშირი გადაიქცა ყველაზე რეაქციულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, ეს ახალი ინკვიზიციაა ახალი რელიგიით! გამოუწიათ მტარვალი, უნამუსო,მ გარყვნილი წინაპრების გენებმა!
2 დღის უკან