აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ე.წ. დეპუტატი, ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. როგორც „რია ნოვოსტი“ იუწყება, მომხდარის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა.
აფხაზური მედიის ცნობით კი, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი - კან კვარჩია. ის კლინიკაშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სროლაში ეჭვმიტანილი ასევე დე ფაქტო პარლამენტი წევრი - ადგურ ხარაზიაა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.