დღეს იყო ბავშვების დღე, დღეს ბავშვებს უნდა მიეღოთ სიხარული და ბავშვებიც კი არ დაინდვეს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. იგი ამგვარად აფასებს აციის მონაწილეთა მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებას.
„ახალი წლის ნაძვის ხის ანთება საქართველოში ტრადიციად იქცა და ბავშვებისთვის ეს არის საზეიმო დღე. დღეს ვხედავდი, რომ სადღაც დგას ადამიანების ჯგუფი, რომელიც იმასაც ვერ უწევს ანგარიშს, რომ ბავშვებისთვის ამ ერთ დღეს მაინც თავი შეიკავოს იმ ბოროტებისგან, რასაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აკეთებენ, ბავშვებისთვის მაინც მიეცათ იმ სიხარულის უფლება, რომელიც მათი ატეხილი აურზაურის გამო ქვეყანაში ბავშვები კი არა, ყველა შეწუხებულია“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.