გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც დღეს ვიხილეთ, ლოცვის დროს რომ შეუვარდნენ მღვდელს და აგინეს, ეს ბოლშევიკებსაც კი არ გაუკეთებიათ

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც დღეს ვიხილეთ, ლოცვის დროს რომ შეუვარდნენ მღვდელს და აგინეს, ეს ბოლშევიკებსაც კი არ გაუკეთებიათ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან რადიკალების მიერ ბოლო პერიოდში ეკლესიასა და სარწმუნოებაზე აგრესიულ თავდასხმას გამოეხმაურა. 

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა მამა შალვა კეკელიას წინააღმდეგ რადიკალების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ თავის დროზე ბოლშევიკებსაც კი არ გაუკეთებიათ.

„დღეს საოცარი რამ მოხდა - ეს ლიბერალ-ფაშისტები ეკლესიას მიადგნენ და საერთოდ, ბოლშევიკებზე უარესი სახე გამოაჩინეს. ისტორიაში გვასწავლიდნენ ბოლშევიკებზე, რომ ეკლესიებს ანგრევდნენ, მღვდლები გამოჰყავდათ და ხვრეტდნენ, მაგრამ ის, რომ ღვთისმსახურების დროს შეუვარდე მღვდელს ეკლესიაში და იქ აგინო, შეურაცხყოფა მიაყენო და ა.შ. ბოლშევიზმზე მეტიც კია. მათაც კი გადააჭარბეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ აქციებს მორალურ მხარდაჭერას აკარგვინებს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.