შეგახსენებთ, უტიაშვილი იმ იდეის ავტორია დარბევის შემდეგ გარდაცვლილი 4 მიცვალებული სახურავზე რომ შემოაწყვეს. ეს ხალხი აგზავნის დღეს „დანოსებს“ და თავისი ქვეყნის დასჯას ითხოვს ბრიუსელისგან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე, სადაც ჟურნალისტის თქმით, საუბარია ხელისუფლების დასჯაზე. მისივე თქმით, ამ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი შოთა უტიაშვილია.
„ამ იდეოლოგიის მორალის ხალხია, ვინც საქართველოში თავის თავს ეძახის ოპოზიციასა და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს“, - დასძინა მდინარაძემ.