აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები არის ღია შურისძიება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დაუშვა ომი და რევოლუცია. აშშ- ს დღეს მოქმედ ძალებს პოლიტიკური აუტანლობა აქვთ საქართველოში მოქმედი ხელისუფლების მიმართ რადგან ეს ძალა სათავისო სტრატეგიით ვერ ათამაშეს,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საგანგებოდ გამიზნულ ომში საკუთარი მოქალაქეების მსხვერპლშეწირვას მათი დაცვა არჩია.
„აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები არის ღია შურისძიება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დაუშვა ომი და რევოლუცია.
აშშ- ს დღეს მოქმედ ძალებს პოლიტიკური აუტანლობა აქვთ საქართველოში მოქმედი ხელისუფლების მიმართ რადგან ეს ძალა სათავისო სტრატეგიით ვერ ათამაშეს.
"ქართულმა ოცნებამ" საგანგებოდ გამიზნულ ომში საკუთარი მოქალაქეების მსხვერპლშეწირვას მათი დაცვა არჩია, მაშინ როცა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვებოდა ომში და ბოლომდე მიიყვანდა ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაციას.
აშშ - ს დღევანდელი ადმინისტრაცია მხარს უჭერს და ახალისებს ხელისუფლებაში სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, ქარდავას, კოხტა კოდუას, გვარამიას და სხვა კრიმინალების დაბრუნებას, მაგრამ ქართველი ხალხი მათ ამ ნებას არ იზიარებს და ამ ყველაფერზე დემოკრატიული ფორმით ამბობს უარს.
აშშ-ს ადმინისტრაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია ამ ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში განვითარებული მოვლენების მიმართაც.
"შვიდობიანი" მომიტინგეების უფლებების შეზღუდვაზე აპელირება, როდესაც მათაც იხილეს აგრესიული დემონსტრანტები როგორ წვავდნენ პარლამენტის შენობას და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ პოლიციელებს, უბრალოდ უხერხულია, მით უფრო იმ ფონზე როცა აშშ-ში, კაპიტოლიუმზე თავდასხმის მოგერიებისას, მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში პოლიციამ მოკლა ერთი ადამიანი, დასახიჩრდა 500-ზე მეტი მომიტინგე, სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს 1500 ზე მეტი ადამიანი და ყველა მათგანი დღემდე იხდის სასჯელს.
ასეთ პირობებში ბრალდებები „მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შეზღუდვაზე“ მინიმუმ პოლიტიკურ კონიუნქტურას მოკლებულია.
საქართველოს მიმართ აშშ-ს მიერ გამოვლენილი ამ უსამართლო დამოკიდებულებით აშშ-ს რეპუტაციული ზიანი ადგება.
მათ მიერ უსამართლობისა და კანონდარღვევის წახალისება
საზოგადოებაში შეუმჩნეველი არ არის და მეტიც უკიდურესად აღვივებს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს,“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.