ის, რომ ჩვენმა პრემიერმა თავისი განცხადებით გადაუხვია ევროპულ კურსს, აბსოლუტური დეზინფორმაციაა და ყველას ვთხოვ, რომ გადაახვიოს ბატონი კობახიძის ბრიფინგი და წაიკითხოს ტექსტი რაც იყო იმ ბრიფინგში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ მსგავსი არაფერი არ გაგვიცხადებია და ბატონი ჰერჩინსკის განცხადებამ ამის შემდეგ ძალიან დაგვწყვიტა გული.
ჩვენ ბრიფინგზე განვაცხადეთ შემდეგი რაღაც, რომ იქიდან გამომდინარე რომ 2 წელი იყენებდნენ კანდიდატის სტატუსის თემას შანტაჟის მექანიზმად,ა ხალა ეს შანტაჟის მექანიზმი იყო უკვე მოლაპარაკებების გახსნის თემა. ჩვენ ეს შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ შიდა და გარე აქტორებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ძირითადი გზამკვლევი, რამაც უნდა მიგვიყვანოს ჩვენ ევროკავშირამდე ეს არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რისი 50%-ზე მეტიც უკვე შესრულებულია და 2028 წელს ჩვენ გვექნება 90%-ზე მეტი შესრულებული და ევროკომისია, ვინც ამას მონიტორინგს უწევს, შესაბამისად 2028 წელს როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი შესრულებული გვექნება, შემდეგ დავაყენებთ დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხ, ვინაიდან როდესაც მოლაპარაკებები იხსნება, მის დახურვამდე საჭიროა წელიწად ნახევარი- მაქსიმუმ ორი წელი. ზუსტად ის ვადები გვაქვს არჩეული, რომ 2030 წელს ვიყოთ მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გაცხადებული პოზიციაა, რომ იგი არ აპირებს 2030 წლამდე გაფართოებას.
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას ვისმენთ ევროკავშირისგან აქციების დაშლასთან დაკავშირებით. საქართველოსთან მიმართებაში ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას სამწუხაროდ თავს აძლევენ, ვინაიდან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ავიწყდებათ რომ ჩვენ ვართ ძალიან ამაყი და ძალიან თავმოყვარე ერი. ძალიან ცუდია, როდესაც ერთ მხარეს უყურებენ და მეორე მხარს არა. სამწუხარო ფაქტები იყო და ძალიან უსიამოვნო კადრები ვიხილეთ და მადლობა ღმერთს ეს იყო ერთეული კადრები, „ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა აბსოლუტურად ამორალური საქციელია ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი და ვინც დასასჯელია ის დაისჯება კანონის უმკაცრესი ფორმით.
თუმცა რატომ არ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია მოქმედებას იწყებს, რაც საათების განმავლობაში პოლიცია დგას გაუნძრევლად, მათ მიმართ მიმდინარეობს საშინელი შეურაცხყოფა, შემდეგ გადადიან სხვადასხვა ნივთების სროლაზე, პარლამენტის შენობის შტურმზე, შემდეგ პოლიციის მხრიდან ისმის გაფრთხილება და ამის შემდეგ გადადიან მოქმედებაზე. როდესაც ჩვენი გუნდი სიტუაციას აფასებს, ჩვენ ორივე მხარეს ვაფასებთ და ვგმობთ ძალადობას ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც.
ევროპელი პოლიტიკოსები მხოლოდ ერთი კუთხიდან უყურებენ ამ სიტუაციას და მეორე ნაწილს ივიწყებენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.