ჩვენსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ოჯახური ღირებულებების დაცვასა და გამჭვირვალობასთან, ასევე, სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მთავარი ღირებულებითი თანხმობაა

ჩვენსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ოჯახური ღირებულებების დაცვასა და გამჭვირვალობასთან, ასევე, სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მთავარი ღირებულებითი თანხმობაა

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის საგარეო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რიგი დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზაქართულმა ოცნებამოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღებით ჩახერგა, თუმცა, სწორედ ეს კანონებია  მთავარი ღირებულებითი ერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.

ქართულ ოცნებასრაზე საყვედურობენ, რატომ არის თითქოს ჩახერგილი ევროკავშირში შესასვლელი გზა? იმიტომ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, მშვიდობის თემა [დაიცვა], ასევე, ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვის შესახებ, ანუ, ანტი ლგბტ კანონი მიიღო, რასაც თავად ტრამპი აყენებს ძირითად ხაზად. ეს არის მთავარი ღირებულებითი ნაწილი [და ერთობა ჩვენსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის].

სწორედ ამ საკითხების გამო იხერგება ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩვენთვის რიგი დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ანუ ამ კანონებს იწუნებენ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.