არის იმის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების უგუნურ და ძალადობრივ ქმედებას და სამწუხაროდ შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია თუ ეს ასე გაგრძელდა, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლების რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად.
„ძალიან ცუდ სცენარზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ არსებობს და ამაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება, იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლებაში და ზუსტად მისი გადაწყვეტილებების გამოა, რომ გვიწევს რუსთაველზე მორიგეობა ქვეყნის დასაცავად“, - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.
რამდენი არჩევნებიც არ უნდა ცაატარო, დამარცხებული და შედეგებით უკმაყოფილო ყოველთვის იქნება და რა ვქნათ?
300 და მეტი რადიკალი ქუჩაში გამოვა და მოლოტოვკების სროლას დაიწყებს, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს? მერე სხვა გამოვა ...
გაიხსენეთ რა მოხდა 2020 წელს გერმანიაში, 2021 წლის იანვარში აშშ-შ-, 2023 წელს პარიზში, დააახლოებით იმავე პერიოდში ბელგიაში - როგორ გაოსწორდა პოლიცია მოძალადეებს! ნახეთ, ახლაც იძებნება ინტერნეტში!!!
ხელისუფლებამ უნდა აკრზალოს კანვასისა და ფრანკლინის მსგავსი ძალადობის მტესველი ორგანიზაციები!
მკაფიო და როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური დევნის დამსჯელი უნდა გახდეს სს კოდექსის ადევნების მუხლი!
შესაბამისი საფუძვლების გარეშე არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადება და შესაბამისად სახელმწიფოს დისკრედიტაცია მაღალ ჯარიმებს უნდა ითვალისწინებდეს!