მოსკოვში გენერალური კონსტრუქტორის მოადგილე, საკონსტრუქტორო ბიურო „მარსის“ პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ შატსკი მოკლეს. ინფორმაციას რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ალექსანდრე ნევზოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, შატსკი რუსული ფრთოსანი რაკეტების X-59-ის X-69-მდე მოდერნიზაციაზე მუშაობდა. ის აგრეთვე ახალი უპილოტო საფრენი აპარატების დანერგვით იყო დაკავებული.
ნევზოროვი ფიქრობს, რომ შატსკი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მოკლა. თუმცა გავრცელებული ცნობების თანახმად, კონსტრუქტორი ქილერმა მოკლა.