ზაზა ოქრიაშვილისთვის კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება, რომ ის, რაც ერთხელ დაგაკარგვინეს, მეორედაც დაგაკარგვინებენ - ზოგიერთ შემთხვევაში სპეცრაზმით, ზოგიერთ შემთხვევაში - ნიკა გვარამიას-ნაირი თაღლითები

ზაზა ოქრიაშვილისთვის კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება, რომ ის, რაც ერთხელ დაგაკარგვინეს, მეორედაც დაგაკარგვინებენ - ზოგიერთ შემთხვევაში სპეცრაზმით, ზოგიერთ შემთხვევაში - ნიკა გვარამიას-ნაირი თაღლითები

ზაზა ოქრიაშვილისთვის კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება, რომ ის, რაც ერთხელ დაგაკარგვინეს, მეორედაც დაგაკარგვინებენ - ზოგიერთ შემთხვევაში სპეცრაზმით, ზოგიერთ შემთხვევაში - ნიკა გვარამიას-ნაირი თაღლითები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

„გახსოვთ, „რუსთავი2“-ის საქმეზე რა რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდა, უნდა ვახსენო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ზაზა ოქუაშვილის განცხადებაც საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, თუ როგორი მედია მენეჯერია ნიკა გვარამია. რა უქნა „რუსთავი 2“-ს და „მთავარ არხს“.

ზაზა ოქრიაშვილისთვის კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება, რომ ის, რაც ერთხელ დაგაკარგვინეს, მეორედაც დაგაკარგვინებენ - ზოგიერთ შემთხვევაში სპეცრაზმით, ზოგიერთ შემთხვევაში - ნიკა გვარამიას-ნაირი თაღლითები.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის კავშირს ხელისუფლებასთან, ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი გაბუნიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელნელა წყდება არხთაბ გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა: „ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“.