დავით ჩიხელიძე: კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას

დავით ჩიხელიძე: კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას

როგორც ირკვევა ბანდიტმა კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას,  -  ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როდესაც ომის დროს, სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჯარისკაცების ცხედრები ამ დროს ცხინვალის მისადგომებთან ასვენია. ჩიხელიძის შეფასებით, კეზერაშვილის ეს ქმედება კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" სახეა.

"ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როცა ომის მიმდინარეობის დროს, სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ და საკუთარ კომფორტს იქმნი. 
როგორც ირკვევა ბანდიტმა კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას.
მაშინ, როცა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები ცხინვალის მისადგომებთან, მინდორზე ესვენა, ეს არაკაცი ბრილიანტებს ყიდულობდა, ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" და დღეს უკვე ოპოზიციის რეალური სახე, ქურდობა და ქვეყნის ღალატი. სხვა საქმე მათ არ გამოსდით." - წერს დავით ჩიხელიძე.