სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟები

სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟები

სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟები თერაპიული ტექნიკაა,რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად,სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ზოგადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ეს ტექნიკა,განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პირებისთვის,რომლებიც გადიან პოსტტრავმულ ან პოსტოპერაციულ რეაბილიტაციის პროცესს,სპორტსმენებისთვის,რომლებიც ცდილობენ სწრაფად დაბრუნდნენ პირვანდელ ფორმაში და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის,რათა შეამცირონ კუნთების დაძაბულობა და სტრესი.

სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟის სერვისის მიღებას შეძლებთახალი ხედვისსარეაბილიტაციო ცენტრში.

სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟის სახეობები

1.      შვედური მასაჟი- ყველაზე გავრცელებული სახეობაა,მოიცავს კუნთის ზედაპირზე ხანგძლივ ზერელე წრიულ მოძრაობებს. ამცირებს სტრესს,აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და მოქნილობას.

2.      ღრმა ქსოვილების მასაჟი - ფოკუსირებულია კუნთოვანი ქსოვილის ღრმა შრეებზე. ტექნიკა გულისხმობს ნელ დარტყმებს ქრონიკული ტკივილისა და დაძაბულობის შესამცირებლად.

3.      სპორტული მასაჟი - სპეციალურად სპორტსმენებისათვის შექმნილი მასაჟის ტიპია. ის აერთიანებს შვედურ და ღრმა ქსოვილების მასაჟის ტექნიკას,ფოკუსირებულია სხეულის იმ კონკრეტულ უბნებზე,რომლებიც სპორტსმენის მიერ განსაკუთრებული დატვირთვის ქვეშაა.

4.      ტრიგერულ წერტილებზე ზემოქმედება - გულისხმობს ზეწოლას სხეულის კონკრეტულ წერტილებზე. ხსნის ტკივილს,ამცირებს კუნთების სიმტკიცეს და აუმჯობესებს მობილურობას.

5.      მიოფასციალური მასაჟი - ტექნიკა გულისხმობს რბილ ზეწოლას მიოფასციალურ შემაერთებელ ქსოვილზე. მასაჟი ამცირებს ტკივილს და აღადგენს მოძრაობის უნარს.

6.      ლიმფოდრენაჟის მასაჟი - სრულდება მსუბუქი,რიტმული დარტყმებით,რათა მოხდეს ლიმფური სისტემის სტიმულირება და გაუმჯობესდეს ლიმფის გადინება. მასაჟი ამცირებს შეშუპებას,ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას.

7.      ვაკუუმთერაპია(კუპინგ თერაპია) - გამოიყენება სპეციალური ჭიქები ვაკუუმის შესაქმნელად. ეს ტექნიკა შეიძლება კომბინირებული იყოს მასაჟთან. ზრდის სისხლის მიმოქცევას,ამცირებს კუნთების დაძაბულობას და ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას.

სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟის ბენეფიტები

       ამსუბუქებს ქრონიკულ ტკივილს,ისეთი მდგომარეობების დროს,როგორიცაა ფიბრომიალგია და წელის ტკივილი.

       აჩქარებს აღდგენისა და შეხორცების პროცესს.

       ამცირებს ანთებას

       ზრდის სახსრების მოძრაობის დიაპაზონს

       აძლიერებს კუნთების მოქნილობას

       ამცირებს დაზიანებების რისკს

       ამცირებს კორტიზოლის დონეს

       აძლიერებს ლიმფურ დრენაჟს

       ხელს უწყობს რელაქსაციას და ამცირებს უძილობას

       ამცირებს კუნთების ტკივილს

       აუმჯობესებს მოქნილობას

მდგომარეობები,რომლის დროსაც გამოიყენება სამკურნალო და სარეაბილიტაციო მასაჟები

1.      ქრონიკული ტკივილი ფიბრომიალგიის,ართრიტის,წელის ტკივილის დროს.

2.      მყესის დაჭიმვის,იოგის დაჭიმვის,მოტეხილობების დროს.

3.      ორთოპედიული ოპერაციების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.

4.      ტენდონიტი

5.      კუნთების დაჭმულობა და სპაზმი

6.      საჯდომი ნერვის ანთება

7.      მაჯის გვირაბის სინდრომი

8.      მრავლობითი სკლეროზი

9.      შეშუპება

10.    ჰიპერტენზია

11.    დეპრესია

12.    არასწორი პოზა

13.    ორსულობა

14.    შაკიკი