დღესდღეობით, ტექნოლოგიური პროგრესი და მობილური მოწყობილობების სისტემატური გამოყენება კისრის ტკივილის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ადამიანი ტელეფონს დღეში 2-4 საათის განმავლობაში იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კისერი მოღუნულ მდგომარეობაში აქვს წელიწადში 700-1400 საათის განმავლობაში. მობილურის ამ დოზით გამოყენება კი ხერხემლის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური ნადრეკის - კისრის ლორდოზის გასწორებას იწვევს, რაც თავის მხრივ დიდ და სულ უფრო მზარდ დატვირთვას აყენებს ხერხემალს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალი მოზარდებშია. კისრის ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არსებობს, როგორიცაა:
● კუნთების დაჭიმულობა;
● სახსრების გაცვეთა;
● ნერვის კომპრესია;
● უხერხულ მოძრაობა;
● სიმძიმეების აწევა და სხვ.
კისრის ტკივილის მოხსნასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. გარდა ამისა, ამ დროს ეფექტურია ორთოპედიული ბალიშის გამოყენება, განსაკუთრებით კისრის ტკივილის დროს, რადგან ის სხეულის სწორ პოზიციონირებას უზრუნველყოფს და მთლიანი სხეულის მოსვენების ხარისხს აუმჯობესებს. მისი გამოყენება ეფექტურია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ეს პროდუქტი :
● ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში;
● უზრუნველყოფს თავის ნეიტრალურ პოზიციაში დაფიქსირებას;
● უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს.
კისრის ტკივილის დროს უმჯობესია, რომ დროულად გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.