ნინი მაისურაძე: თურმე ოპოზიციის ჟურნალისტები ძალადობას შკალებით აფასებენ და 10 ბალს თუ მიაღწევს, ითვლება, 5 ბალს თუ არ ასცდა, დაცინვის საგანია - შეგახსენებთ, ობიექტური ჟურნალისტები ძალადობასთან „მაგრამს” არ წერენ

ნინი მაისურაძე: თურმე ოპოზიციის ჟურნალისტები ძალადობას შკალებით აფასებენ და 10 ბალს თუ მიაღწევს, ითვლება, 5 ბალს თუ არ ასცდა, დაცინვის საგანია - შეგახსენებთ, ობიექტური ჟურნალისტები ძალადობასთან „მაგრამს” არ წერენ

თურმე ოპოზიციის ჟურნალისტები ძალადობას შკალებით აფასებენ და 10 ბალს თუ მიაღწევს, ითვლება, 5 ბალს თუ არ ასცდა, დაცინვის საგანია - შეგახსენებთ, ობიექტური ჟურნალისტები ძალადობასთან „მაგრამს” არ წერენ, - წერს „ქრონიკის“ ჟურნალისტი ნინი მაისურაძე სოციალურ ქსელში.

„გუშინ, პრემიერის ბრიფინგზე „ტვ პირველის“ დაზარალებულ თანამშრომლებს პირადად და არხის სახელით, მორიგ ჯერზე საჯაროდ გამოვუცხადე სოლიდარობა, რაც რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს იმავე არხის და სხვა „კრიტიკული არხის” ჟურნალისტებს ძალიან არ ესიამოვნათ. მათი უკმაყოფილების მიზეზი ის გახლდათ, რომ ვამხილე! იქვე შევახსენე, ანალოგიურ სიტუაციაში „იმედის“ ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა არამც თუ საჯაროდ, არამედ პირად საუბრებშიც არ გამოგიცხადებიათ-თქო, მეტიც ეს მათთვის ხშირად საღლიცინო და გასართობი თემაა.

მთავარი არხის „ჟურნალისტი” და მიშას სისხლიანი რეჟიმის დროს, გვამების სახურავებზე გადამალვის იდეის ავტორის, შოთა უტიაშვილის ცოლი, ეკა კვესიტაძე ოჯახის ტრადიციას აგრძელებს, კვლავ „იმედელებს“ ერჩის და ჩვენი დასანქცირებისთვის აგერ ფაშისტურ სიასაც აქვეყნებს.

ჩემი მხილებით გაღიზიანებულმა ნანუკა ქაჯაიამ და დეა მამისეიშვილმა გუშინვე მთხოვეს ამეხსნა, „იმედელებისთვის“ „ანალოგიური სიტუაცია” რას ნიშნავდა. იმდენად კარგად ავუხსენით, რომ ბოლოს იძულებულები გახდნენ პოსტი თავადვე წაეშალათ.

თურმე ისინი ძალადობას შკალებით აფასებენ და 10 ბალს თუ მიაღწევს, ითვლება, 5 ბალს თუ არ ასცდა, დაცინვის საგანია.

გოგონებო, ისევ შეგახსენებთ, ობიექტური ჟურნალისტები ძალადობასთან „მაგრამს” არ წერენ.
ეს პირადად ჩემზე განხორციელებული ძალადობის მცირე ფაქტია. თქვენი შკალით ალბათ 1 ქულა ენიჭება, ჩემთვის კი სიტყვიერი, ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეფურთხება უმძიმესია. თუმცა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში კოლექტიური „ნაცაქტივისტები“ და ვინმე „რუსკა მჭედლიძეები” ხელს ვერასდროს შემიშლიან.

რაც შეეხება მიმდინარე აქციებისას სიტყვიერად და ფიზიკურად დაზარალებულ ჩემს თანამშრომლებს… სია ვრცელია, აქციაზე და არამარტო იქ მომუშავე „იმედის“ ყველა თანამშრომელი სიმართლის გამო ყოველდღიურად სხვადასხვა გზებით დიდი ზეწოლის ქვეშ ვაგრძელებთ პროფესიულ სიმაღლეზე დგომას“, - წერს მაისურაძე.