უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ძალიან შორიდან, უსაფრთხოდ მყოფი და კომფორტიდან მოუწოდებს, რომ დროა უკრაინელებმა შეამცირონ გაწვევის ასაკი. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მეტი ახალგაზრდა უკრაინელი უნდა დაიღუპოს. აქედან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ ამის თავხედურად წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე, აჩვენებს, რომ დრო იყო, ამერიკაში მომხდარიყო ცვლილება“, - ციტირებს ზოლტანი ორბანს.