გიორგი ვოლსკი: რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის საჭიროა გარკვეული ფეიკ გარემოებების შექმნა, ე.წ. ტიტუშკების თემის წამოწევა, რომლებიც ნიღბიანები არიან და რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ ადამიანებზე

გიორგი ვოლსკი: რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის საჭიროა გარკვეული ფეიკ გარემოებების შექმნა, ე.წ. ტიტუშკების თემის წამოწევა, რომლებიც ნიღბიანები არიან და რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ ადამიანებზე

რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის საჭიროა გარკვეული ფეიკ გარემოებების შექმნა, ე.წ. ტიტუშკების თემის წამოწევა, რომლებიც ნიღბიანები არიან და რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ ადამიანებზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატი გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას, რომელიც შეკრებებზე ნიღბით სახის დაფარვის აკრძალვას ითვალისწინებს.

„არავითარი შენიღბული ადამიანები არ არსებობენ, მითუმეტეს სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული. ეს გამორიცხულია. თუ ვინმე ამის ორგანიზებას გააკეთებს, სწორედ ისინი გააკეთებენ, რომელთაც აწყობთ, რომ მათ წინააღმდეგ გარკვეული არაფორმალური დაჯგუფება შეიქმნას. ერთ-ერთი საპრევენციო რესურსი არის აკრძალვა ადამიანების შენიღბვისა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

აქციებზე ნიღბით სახის დაფარვა აიკრძალება. კანონპროექტზე დეპუტატები დაჩქარებული წესით იმსჯელებენ.