გახარიამ კიდევ ერთხელ მოახერხა საკუთარი თავის, პოზიციის ლუსტრირება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს რევოლუციური პროცესის განვითარების მეორე მცდელობაა, პირველი კი მაშინ იყო, როდესაც გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობიდან გადადგა.
„პირველად, იგივე პროცესი უნდა განვითარებულიყო, ოღონდ ეს უნდა დაწყებულიყო „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან და კონკრეტული დამნაშავის აყვანაზე უარის თქმამ და შემდეგ პრემიერის პოზიციიდან გადადგომამ აჩვენა, რომ იგეგმებოდა სერიოზული რევოლუციური პროცესის განვითარება, მაგრამ ეს ვერ შედგა. ახლა მეორე მცდელობაა, რაშიც გახარია რასაკვირველია არ აპირებს ვინმეს ჩამორჩეს და რადიკალებზე უფრო რადიკალად უნდა საკუთარი თავი წარმოაჩინოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში აღიარა, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.