უნგრეთმა ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი გაუუქმა

უნგრეთმა ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი გაუუქმა

უნგრეთის ხელისუფლებამ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი გაუუქმა.

უნგრეთში საქართველოს ელჩისთვის მიწერილ წერილში ქვეყნის უცხოელთა კონტროლის ეროვნული გენერალური სამმართველოს იძულებითი დაბრუნების ზომების განყოფილების უფროსი ლასლო ბალაში იტყობინება, რომ 2024 წლის 4 ოქტომბრიდან უნგრულმა მხარემ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი გაუუქმა. თუ სად იმყოფება ახლა ადეიშვილი, უნგრული მხარის განმარტებით, უცნობია.

ცნობისთვის, ადეიშვილი 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყნიდან გაიქცა და უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. უნგრულმა მხარემ მისი ეს თხოვნა დააკმაყოფილა.