დაჯგუფებების შექმნა კანონმდებლობით არის აკრძალული, ამიტომ მე არავის ვურჩევ, რომ ასეთი დაჯგუფებების შექმნაზე სერიოზულად იფიქროს ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდეს მათი მხრიდან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
„შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ბუნებრივია ამაზე რეაგირებას მოახდენენ. კანონმდებლობის მიხედვით ასეთი დაჯგუფებების შექმნა საკმაოდ მძიმე სისხლის სამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
აქციის მონაწილეებმა დაჯგუფება შექმნეს. როგორც თავად ამბობენ, იმისთვის, რომ მომიტინგეები ე.წ. „ტიტუშკებისგან“ დაიცვან. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისინი აქციის მონაწილეებს დაცვას ჰპირდებიან.