შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის არჩევაზე: არჩევნებს ჩაატარებს ცესკო პარლამენტის შენობაში. ცესკო-სთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ყველაფერი ორგანიზაციულად იყოს უზრუნველყოფილი

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის არჩევაზე: არჩევნებს ჩაატარებს ცესკო პარლამენტის შენობაში. ცესკო-სთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ყველაფერი ორგანიზაციულად იყოს უზრუნველყოფილი

ცესკო-სთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ორგანიზაციულად ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არჩევნებს ცესკო პარლამენტის შენობაში ჩაატარებს.

„როგორც იცით, მიმდინარე კვირას გვაქვს ბოლო სასესიო კვირა, პარასკევს დაიხურება საშემოდგომო სესია. ასევე, შაბათს, 14 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ. როგორც იცით, საარჩევნო კოლეგია უკვე დაკომპლექტებულია. არჩევნებს ჩაატარებს ცესკო პარლამენტის შენობაში. ცესკო-სთან გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია, რომ ყველაფერი ორგანიზაციულად იყოს უზრუნველყოფილი. იცით, რომ პარლამენტის ყველა წევრი ხართ კოლეგიის შემადგენლობაში. თქვენთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა საორგანიზაციო დეტალს გაგაცნობთ. რაც შეეხება უკვე პარლამენტის მუშაობას, როგორც ვთქვი, მიმდინარე კვირას გვექნება ბოლო სასესიო კვირა. არის ახალი ინიციატივები, რომლებიც დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.