გიორგი კახიანი გახარიას განცხადებაზე: არის წამოცდენები, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართველოში რევოლუციური სცენარები. იმავდროულად, დარწმუნებული ვარ, თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ამის არანაირი რესურსი არ არსებობს

მათი მცდელობა არის, რომ რამენაირად შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე მოხდეს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ფორმულას“ ეთერში აღიარებას, რომ ოპოზიციამ გეგმა ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა შეასრულოს.

გიორგი კახიანის თქმით, არის წამოცდენები და მცდელობები, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართველოში რევოლუციური სცენარები, სახელმწიფო გადატრიალება და ა.შ.

„იმავდროულად, დარწმუნებული ვარ, თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ამის არანაირი რესურსი არ არსებობს.

საქართველოში ჩვენ ვხედავთ მაიდანის განხორციელების მცდელობას და ამის სურვილს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ამიტომ არის, რომ ცდილობენ რაღაც პარალელები გაავლონ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.