დაახლოებით 30 პირზეა სისხლის სამართლის საქმე, სადაც იყო ძალადობა დემონსტრანტების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვნახეთ გაცილებით მეტი დარღვევა, იქნებოდა ეს პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე თავდასხმა, თუ სხვა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რა ეტაპზე გამოძიება, რომელიც აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე დაიწყო.
„[დამნაშავეების] იდენტიფიცირება ზოგადად რთულია. ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ ვხედავთ ამ დღეებში, რთულია უკვე გაარჩიო ვინ არის მოძალადე, ვინ ჟურნალისტი, ვინ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ვინ არის დემონსტრანტი. ამ შენიღბვების ფონზე რთულია უკვე გარჩევა. ნახეთ თქვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზეც მოისმინეთ, რომ დაახლოებით 30 პირზეა სისხლის სამართლის საქმე, სადაც იყო ძალადობა დემონსტრანტების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვნახეთ გაცილებით მეტი დარღვევა, იქნებოდა ეს პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე თავდასხმა, თუ სხვა. „პირველი არხის“ ოპერატორს ესროლეს მაშხალა და რომ არა კამერა, რომელიც მას ეჭირა, სახეში მოხვდებოდა. როგორც ვიცი, ეს პიროვნება ამოცნობილი არ არის ჯერ და იმედი მაქვს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მალე დაადგენს ყველა დამნაშავეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.