მშობელი: გვგონია ბავშვი სკოლაშია და ამ დროს Facebook-ზე ვნახულობ ბანერით ხელში - ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, უნებართვოდ რომ გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან და მანიპულირებენ მისით?!

მშობელი: გვგონია ბავშვი სკოლაშია და ამ დროს Facebook-ზე ვნახულობ ბანერით ხელში - ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, უნებართვოდ რომ გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან და მანიპულირებენ მისით?!

გვგონია ბავშვი სკოლაშია და ამ დროს Facebook-ზე ვნახულობ ბანერით ხელში - ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, უნებართვოდ რომ გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან და მანიპულირებენ მისით?! - განაცხადა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა, გაგა ბარბაქაძემ.

„მეორე ცვლაა ბავშვი. სკოლაში მივიდა, მშობლებს გვგონია, რომ სკოლაშია. ამ დროს „მთავარი არხის" Facebook „ლაივში" ვნახულობ ჩემს შვილს ბანერით ხელში. რა თქმა უნდა ამან გაღიზიანება გამოიწვია. ჯერ იმიტომ, რომ ბავშვი სკოლაში უნდა იყოს და ამ დროს უნებართვოდ ვიღაცებს გაჰყავთ და სარგებლობენ მისით. ეს ერთი. მეორე, არ შეიძლება, ვინ არის მაგაზე პასუხისმგებელი, ჩემი შვილი რომ გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან და მოატარა მთელი მუხიანი, რაღაც რომ დაემართოს, რაღაც რომ მოხდეს მაგაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?! ბავშვებს დაურიგეს პლაკატები, სასტვენები, დაჰყავდათ ეს ბავშვები აქეთ-იქით. როგორ შეიძლება 12 წლის ბავშვზე მშობლის გარეშე ზეგავლენა იქონიო და მაგ ბავშვზე იმანიპულირო, რომ ვითომ ბავშვები არიან წინააღმდეგი. ამ დროს ბავშვმა საერთოდ არ ისიც რისთვის გაჰყავთ. სადამდეც მიმიწვდება ხელი ყველანაირად ვეცდები, რომ ამ ამბავმა ასე არ ჩაიაროს, შესაბამის ორგანოებს მივმართო და ჩემი და ჩემი შვილის უფლებები დავიცვა", - აღნიშნა ბარბაქაძემ.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეები პროტესტისთვის სოლიდარობის გამოსახატად ტოვებდნენ სასწავლო დაწესებულებებს.

მარბიელი ბავშვი 18 წლის ასაკამდე არჩევნებში ვერ მონაწილეობს, მარკეტში სიგარეტს და ალკოჰოლურს არ აძლევენ; რატომ? იმიტომ რომ ასაკობრივად შეურაცხადია, და შავს და თეთრს სათანადოდ ვერ არჩევს! ამაზე შეთანხმებულია მთელი მსოფლიო და ეს კუდიანი /კუზიანი/ დედაბერი 12-15 წლის ბავშვებს იმ აქციაზე ეპატიჟება, სადაც ქვებს და მეტალის საგნებს ისვრიან!! სადაც პოლიცია მოძალადეებს წყლის ჭავლს ასხამს!! ეს ქალი დასაბმელი არაა?
გუშინ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მას (ასევე სხვებსაც) მოუწოდა ზურაბიშვილმა, არ ცნოს არჩევნების შედეგები და საქართველოს დაუწესოს სანქცია!!!
3 საათის უკან