მე მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მმართვის პულტთან და „ფეისბუქის“ ადმინად, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“.
„თამაში ხომ არ არის - საელჩოა! რა გამზარდა ასეთი ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მინავლებულ პროცესში, რომ ახლა უნდა დაგვარტყას განსაკუთრებულად. სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერეს, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ კიდევ კარგი, ხალხი ამას ყურადღებას არ აქცევს, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მოქნეული, გაბოროტებული კუდი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.