არჩილ გორდულაძე აქციიდან გავრცელებულ ვიდეოზე: ამაზე მეტი ამორალური არ შეიძლება რამე არსებობდეს დედამიწის ზურგზე

არჩილ გორდულაძე აქციიდან გავრცელებულ ვიდეოზე: ამაზე მეტი ამორალური არ შეიძლება რამე არსებობდეს დედამიწის ზურგზე

როდესაც შენი წარმატებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზად ხარ, რომ ადამიანი გარდაიცვალოს ამას „ნაცის“ გარდა ვერავინ ვერ იკადრებს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე რადიკალების აქციიდან გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც საუბარია მსხვერპლის აუცილებლობაზე.

„ამაზე მეტი ამორალური არ შეიძლება რამე არსებობდეს დედამიწის ზურგზე, როდესაც შენ გინდა, რომ შენი წარმატებისთვის და შენი ხელისუფლებაში თუ ძალაუფლებაში მოსვლისთვის მზად ხარ, რომ ადამიანი გარდაიცვალოს. ამას „ნაცის“ გარდა ვერავინ ვერ იკადრებს. ჩვენ კარგად გვახსოვს რას აკეთებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალაუფლების გასამტკიცებლად თუ შესანარჩუნებლად. მზად იყვნენ, რომ აქციებზე მაგალითად, ორი ადამიანიც კი მოეკლათ და შემდეგ მათი ცხედრები მოეთავსებინათ ჯიხურის თავზე და ზუსტად იმავეს გამეორება უნდათ ახლაც“, - განაცხადა გორდულაძემ.