ირაკლი კობახიძე: ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას  ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ

ირაკლი კობახიძე: ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას  ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ

ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას  ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი NGO-ების ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი NGO-ების მიერ. ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. ოპოზიციის ლიდერები და მათი NGO-ების ლიდერები ოფისებში იყვნენ შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა და NGO-მა გაწირეს ათეულობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის.

ადამიანები არიან ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ემუქრებათ მათ შორის რამდენიმეწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი, ესეც არის შესაბამისი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. ამ დღეების განმავლობაში ამ ადამიანებმა იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი, მათ შორის გადაწვდნენ ბავშვებსაც კი. ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართული როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ასევე მათი მედიასაშუალებები, სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამორალურია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბავშვებთან მიმართებით მთელი ამ დღეების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.