ბუდაპეშტის Mathias Corvinus Collegium-ის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი როდრიგო ბალესტერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისთვის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როდრიგო ბალესტერი მიკრობლოგში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიმართავს და წერს, რომ წერილი თავის სათქმელს ამბობს და, ინტერესდება, კიდევ აქვთ თუ არა ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად.
„ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პასკალ ალიზარდის ბოლო წერილი თავის სათქმელს ამბობს.
რასა იუკნევიჩინეს და სხვა პუტჩისტებს, კიდევ გაქვთ ძალა გადატრიალების მხარდასაჭერად? ამის შემდეგ რის მტკიცებას დაიწყებთ, რომ ეუთო პრორუსულია, რადგან გეწინააღმდეგებათ?“,- წერს ბალესტერი.