„ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა"! ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც! პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, "თავებს" ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის აქციიდან გავრცელებული სკანდალური ჩანაწერის შესახებ, სადაც მსხვერპლის აუცილებლობაზეა საუბარი.
მეგრელიშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
მისივე თქმით, ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
„ტრუპი თუ არ იქნა ხალხი აღარ მოვა"!
ეს სიტყვები არის დესტრუქციული ძალების მიზანიც და გეგმაც!
პიტერ აკერმანის რევოლუციური ხელწერით მომზადებული ოპოზიცია გამოსული ხალხის, "თავებს" ითვლის და შეუმჩნეველი არ რჩებათ რომ ხალხის რაოდენობამ იკლო და სისხლისა და მსხვერპლის საჭიროებას ხედავენ.
მათ საგანგებო გადამზადებისას რევოლუციის მოწყობის თეორიული ნაწილი კარგად აითვისეს, პრაქტიკულ ნაწილში კი ნაკლი აქვთ, მსხვერპლზე ვერ ჩამოყალიბდნენ- ორსული ქალი, მოხუცი თუ ბავშვი?! ასევე ამ საქმის შემსრულებელი საზოგადოებაში დიდი მუხტისათვის სპეცნაზელი უნდა იყოს!
რთული საჭიროებაა, მაგრამ მათ საქმეს ასე სჭირდება,საჭიროა რაღაც დიდი...
ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციურ მდგრადობას ვერ შეარყევს გადატრიალებისთვის დაწყებული ეს საშიში თამაში, მაგრამ ყველა პირი, ვინც ჩართულია ამ პროცესებში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და ძალიან მკაცრად უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ რადგან ის რაც ხდება დიდი ხანია გასცდა პროტესტის სამართლებრივ მნიშვნელობას და არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
სახელმწიფო იცავს მშვიდობას! მეორე მხარეს უნდა ომი!
სახელმწიფო იცავს უსაფრთხოებას!
მეორე მხარეს უნდა მსხვერპლი!
დროული რეაგირებით უნდა აღიკვეთოს დესტრუქციულთა მიზანი მათ მზაკვრულ
მიზნებს ევროპელობის მოთხოვნით შესწირონ მსხვერპლი!“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/share/v/15XC2HZtVL/?mibextid=WC7FNe