თქვენ თუ ვერ ნახეთ გამოხატული აგრესია მოქალაქეების მხრიდან, ძალიან სამწუხაროა. მე უფრო მეტ ფოტოს განახვებთ, სადაც პირადად ჩემს და არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არიდან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს, რომელიც მათ ესროლეს. გარდა ამისა, პოლიციელებს წვავდნენ, - მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს მოქალაქეების მიერ მიღებულ დაზიანებებზე საუბრისას.
„რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ მანახვებთ, თუ ვინმეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, საუბარი მაქვს მოქალაქეზე, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არც ერთ ჩვენგანს, არც ერთ პოლიციელს არ მოსწონს, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც ღონისძიება მიმდინარეობს და პოლიციური ძალები გარკვეულ სამართალდარღვევებს აღკვეთენ, შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენებისას, შესაძლოა, რომელიღაც მოქალაქემ მიიღოს გარკვეული სახის დაზიანება. მაგრამ, თუ რაიმე სახის გადაცდომა არის, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც შესაბამის ზომებს მიიღებენ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.