ერთი 200 კაცი, დახვდი და ჩახოცე - ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ „ლელოს“ წევრი ვეფხვია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ

ერთი 200 კაცი, დახვდი და ჩახოცე - ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ „ლელოს“ წევრი ვეფხვია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ

ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ხალხის დახოცვაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ეს არის აქციაზე ჩაწერილი:

ვ. კასრაძე: ესენი თავისით არ წავლენ რა.
ვ. კაძელაშვილი: არა.
ვ.კასრაძე: არა ძმაო, მაგას ვიძახი.
ვ. კაძელაშვილი: მე ვთქვი ესეთი რაღაც, 5-6 კაცი ვინც ვიქნებით, მამუკასთან
დავჯდეთ.
ვ. კასრაძე: კი ბატონო, დავილაპარაკოთ.
ვ. კაძელაშვილი: და როგორი თემა გავაკეთოთ, ამათ სადაც აქვთ
მშენებლობები, სადაც მიდის წყნეთში, კალაძის ცოლს რომ აქვს მაღაზიები,
ერთი 5 გრამიანი შპრიცით ბენზინი მივასხათ და ბიჩოკი მივაგდოთ და გაიარე
წადი, სანამ ამათ ქონებას არ შეეხები, ამათ ვერ გააპარტყალებ გაიგე? რომელ
რესტორანში დადიან? რომელ კაფეში დადიან? ვისთან დადიან? იქ უნდა, იმათ
უნდა მიაწვე და მიაწვე ბოლომდე. გაიგე?
ვ. კასრაძე: ერთი 200 კაცი დახვდი და ჩახოცე.
ვ. კაძელაშვილი: არ უნდა ორასი კაცი, მშენებლობები სადაც მიდის მამა
დავითი, იქ ზევით გადი იქ გადი, იქ გადი. გაიგე? სადაც ამათი მშენებლობები
მიდის, ისე რომ ხალხიც არ არის მაცხოვრებელი, აი მანდ უნდა ვიმუშაოთ რა.
დივერსიული ისინი უნდა მოვაწყოთ.
ვ. კასრაძე: აუცილებელია. ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ.
ვ. კაძელაშვილი: ხო. მოტო აიღე, მოტოთი გაიარე იქ.
ვ. კასრაძე: მოტო ყველაზე მაგარია.
ვ. კაძელაშვილი: 10 გრამიანი შპრიცი აიღე, ცოტა ის გაურიე.
ვ. კასრაძე: კანისტრა აიღე.
ვ. კაძელაშვილი: არ გინდა კანისტრა, კანისტრა ჩანს და რო გაივლი აქედან
ჯიბიდან მიასხი, ეგ გვესწავლება ტო, მიასხი და მეორედ გამოიარე ბიჩოკი
გადააგდე, ხ*** ზნაეტ, რავი მე გამოვიარე სიგარეტი გადავაგდე ამის დედაც
მ***ნ. ის გაურიე ცოტა (ცუდად ისმის) და ის პენოპლასტი რო არის.
პენოპლასტს ბენზინი ადნობს და მერე რო გაასხავ ის როგორ არის იცი?
მესამე პირი: გუშინ დაგემუქრა.
ვ. კაძელაშვილი: ვინ?
მესამე პირი: აი ეს პრეზი... (სავარაუდოდ გულისხმობს საქართველოს მომავალ
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს).
ვ. კაძელაშვილი: ვინ რა უნდა დამემუქროს.
მესამე პირი: ახალ წლამდე უნდა მოვითმინოთ.
ვ. კაძელაშვილი: რაღა ახალ წლამდე რა მინდა, ახალი წელი უნდა ვიზეიმო
ახალი დავალებით მაგის დედას შ***.

ჩანაწერი ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.