ვაჟა სირაძე: 400-კაციანმა ჯგუფებმა დაიწყეს სხვადასხვა საგნის, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და პროპორციული ძალა გამოგვეყენებია

ვაჟა სირაძე: 400-კაციანმა ჯგუფებმა დაიწყეს სხვადასხვა საგნის, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და პროპორციული ძალა გამოგვეყენებია

400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნის, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება,შეურაცხყოფის მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და პროპორციული ძალა გამოგვეყენებია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იმყოფება.

მისივე თქმით, აქცია ძალადობრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღევანდელი აქცია დასაწყისშივე, როგორც დავინახეთ, ძალადობრივად დაიწყო. სანამ ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბებოდა, უკვე 400-კაციანმა ჯგუფებმა თავიდანვე დაიწყეს სხვადასხვა საგნის, პიროტექნიკის სროლა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. შეურაცხყოფის მიყენება პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რის გამოც იძულებული გავხდით, დაგვეწყო ღონისძიება და პროპორციული ძალა გამოგვეყენებინა.

ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ აქციის მონაწილეების, აგრესიული ხალხის მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი სისტემატურად ჩადიოდნენ. ფაქტობრივად, 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული. ესროდნენ პიროტექნიკას, რკინის საგნებს და პოლიციის თანამშრომლებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. მათ შორის, რამდენიმე პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევები“, - განაცხადა სირაძემ.