„ძნელია არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ვიქტორია ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“ - რას პასუხობს ვივეკ რამასვამი სოცქსელში გამოქვეყნებულ ამ მოსაზრებას

ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ვივეკ რამასვამიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკთან ერთად აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩვენ დეტალურად უნდა შევამოწმოთ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება“.

აღსანიშნავია, რომ რამასვამიმ სოციალურ ქსელ X-ში უპასუხა პოსტს, რომელშიც წერია: „ძნელია არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“.

„ეს ოქსიმორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ.